FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო

მთავარისაზოგადოება 18.11.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, რომელიც სოფელ ჭაჭარაქში მდებარეობს, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალციხეში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დაიწყო
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელს აწყობს.

2 ჰექტარი ფართობი, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამინისტროს 10 ივლისს გადასცა, შემოიღობება, გაკეთდება შიდა გზები, მიწით გადაიფარება ნარჩენები და დაიტკეპნება, შემდეგ მთლიანი ფართობი 20 მეტრიან უჯრედებად დაიყოფა, შემოსული ნარჩენები სწორედ ამ უჯრედებში განთავსდება და მაშინვე მიწით გადაიფარება.

„ტექნიკა ყოველთვის იქნება იქ. ტენდერი მის შესაძენად უკვე გამოვაცხადეთ“, - ამბობს ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი გუჩა აბზიანიძე და ამატებს, რომ ნაგავსაყრელის შესასვლელთან დაიდგმება ჯიხური და სასწორი, სადაც აიწონება ნარჩენებით დატვირთული მანქანები.

მისივე თქმით, აქამდე ნარჩენები იმ ფერდობზე იჟონებოდა, რომელიც მდინარე ფოცხოვს ესაზღვრება, ახლა კი ასე აღარ მოხდება, რადგან წყლები გაიფილტრება: „აქ აღარ შევლენ შინაური ცხოველები და აღარც ნარჩენები აალდება, რადგან ის მიწით იქნება დაფარული“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა 5 ნოემბერს დაიწყო. აქ სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ალიანსი“ ასრულებს. მშენებლობა 2 თვეში დასრულდება. ნაგავსაყრელზე შესული ნარჩენების კონტროლს სამინისტრო განახორციელებს, მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვება კი კვლავ ადგილობრივი თვითმმართელობის კომპეტენციაში დარჩება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2019 ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

24.05.2019 'ბედნიერებაა, როცა საკუთარ სკოლაზე ზრუნავ'– ეკოდამცველები ლელოვნის სკოლიდან [ვიდეო]

24.05.2019 ასპინძაში, ხუთ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

24.05.2019 'სამშობლოს სიყვარულს სქესი არ აქვს'– ქალი სამხედროები ახალციხის მე -13 ბატალიონიდან [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ნაგავსაყრელი განახლდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა
ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვის
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო
ხულგუმოში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევიდან მდინარე ფარავანში ჩადის [Photo]
რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?