FM97.5 / LIVE

ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 08.06.2020
ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში, იქ სადაც რამდენიმე დღის წინ კოვიდინფიცირებული იმყოფებოდა, 239 ადგილობრივს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს, აქედან სამს კორონავირუსზე გამოკვლევა უტარდება.

ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს
ფოტო: ტელეკომპანია 'ფარვანა'

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ყაურმაში გუშინ, 7 ივნისს იმყოფებოდნენ.

„თბილისდან იყვნენ ჩამოსულები და ჩვენი რეგიონის წარმომადგენელთან ერთად ჩაატარეს თერმოსკრინინგი. საჭიროდ ჩათვალეს, რომ სამი ადამიანისთვის ანალიზიც აეღოთ, თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები ვერ გეტყვით, არ შემიძლია“, - გვითხრა ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ტიგრან ეგოიანმა.

მისივე თქმით, სამივე პირის ანალიზის პასუხი ხვალ, ცხრა ივნისს გახდება ცნობილი.

გუდაურის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცი სოფელ ყაურმაში 31 მაისს დაბრუნდა. იგი ორი დღის განმავლობაში სოფელში იმყოფებოდა, დაესწრო ორი ადგილობრივის დაკრძალვასაც.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ინფიცირებულს ოჯახის ოთხი წევრის გარდა, ურთიერთობა 10–მდე ადგილობრივთან ჰქონდა და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სოფელში მერის წარმომადგენელი, ეგორ თოროიანი კი ირწმუნება რომ 44 წლის კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ამავე თემაზე:

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი

'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

სოფელ ყაურმაში კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებს ხვალ covid-19-ზე შეამოწმებენ
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული