FM97.5 / LIVE

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.06.2020
დღეიდან, 8 ივნისიდან ქვეყანაში ტრანსპორტით საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგა. ახალციხის სადგურებში მიკროავტობუსები დილიდან მგზავრებს ელოდებიან. ავტოსადგურში აცხადებენ, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

ახალციხეში თბილისის, ბათუმის და სხვადასხვა ქალაქის მიმართულებებით მოძრაობა უკვე შესაძლებელია. მძღოლებიც და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელიც გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის გაძვირება არ იგეგმება.

„გამოვედით უკვე ვმუშაობთ, თუმცა ჯერ მგზავრი არ მოსულა. ფასის გაზრდას არ ვაპირებთ, თან საწვავიც გაიაფებულია და რატომ უნდა გავაძვიროთ, ვიმუშავებთ როგორც ვმუშაობდით“,- გვითხრეს ახალციხის ავტოსადგურზე.

სატრანსპორტო კომპანია „ჯეოტივის“ ხელმძღვანელის, ნუგზარ მამუკაშვილის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაახლოებით ისეთივე რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ, როგორიც მუნიციპალურ ტრანსპორტშია.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სატრანსპორტო საშუალებებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები:

საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებში, არ უნდა დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

უსაფრთხო დისტანციის დასაცავად აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი;

დასაქმებული უზრუნველყავით ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;

აკრძალულია მიკროავტობუსებში მგზავრთა ფეხზე დგომა;

ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სავარძლების თავის საყრდენის, თავის საყრდენი მოწყობილობისა და სავარძლების სამკლაურების დამუშავებას;

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საერთო გამოყენების სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია.

აკრძალული რჩება

რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა ქალაქებს შორის. არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ 15 ივნისიდან აღდგება.

ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას პირბადე უნდა ეკეთოს;

სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.

10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა.

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 23 მარტიდან შეჩერდა.


[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ახალციხის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაწილს პირბადე არ უკეთია
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა
24 მარტიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
სად და როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი სამცხე-ჯავახეთში
რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ
‘საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ეტაპობრივად აღდგება’ – გამყრელიძე