FM97.5 / LIVE

შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 18.11.2013
სახელმწიფოს იმედად დარჩენილ სტუდენტებს, რომლებისთვისაც სწავლის საფასური მთავრობას უნდა დაეფარა, დაახლოებით თვენახევარში შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეთ.

შვიდ სტუდენტს შესაძლოა სტუდენტის სტატუსი შეუწყდეს
გასული წლის ივლისში მოსული სეტყვის შედეგად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ათი სტუდენტის ოჯახმა იზარალა. სტუდენტები დაპირებისამებრ სწავლის ღირებულების დაფარვას სახელმწიფოსგან სასწავლო წლის ბოლომდე ელოდნენ. თუმცა, 5 ივნისს შეიტყვეს, რომ მთავრობა მათ დახმარებას არ აპირებდა და თითოეულ მათგანს სწავლის საფასური თავად უნდა გადაეხადა.

ათი სტუდენტიდან ამ დრომდე დავალიანება მხოლოდ სამმა დაფარა. შვიდი სტუდენტის საკითხი კი ჯერ გაურკვეველია.

მეორე კურსის სტუდენტმა, ასპინძის მკვიდრმა ნათია ზედეგინიძემ, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, წლის ბოლომდე 1 750 ლარი უნდა გადაიხადოს, თუმცა, ფიქრობს, რომ მისი ოჯახი თანხის დაფარვას ვერ შეძლებს და ამიტომ სასწავლებლის დატოვება მოუხდება.

„იმ მოსავლის გაყიდვით უნდა დამეფარა სწავლის ფული, რომელიც სეტყვამ გაგვინადგურა. ამის მერე მამაც ავარიაში მოყვა და ამიტომ თანხის მოგროვება ვეღარ შევძელით, - ამბობს ზედგინიძე და ამატებს, რომ დაფინანსების თხოვნით განათლების სამინისტროს უკვე მიწერა - პასუხი ჯერ არ მიმიღია. თუ ისევ არ დამაფინანსებენ სასწავლებლიდან წამოვალ, ან აკადემიურს ავიღებ“.

იმ სტუდენტებს, რომლებიც მთავრობამ არ დააფინანსა, დახმარებას ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი „საციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ჩიტაშვილი დაჰპირდა. მან თქვა, რომ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადახდას ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სთხოვდა.

„სამწუხაროდ, არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც არავის, ეს სტუდენტები არ დაუფინანსებია, დაპირება დაპირებად დარჩა. ამ ახალგაზრდების დაფინანსება ვერ მოხერხდა“, - გვითხრა ჩიტაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნიკოლოზ ახალკაცის განმარტებით, სტუდენტებს სწავლის დავალიანების გადახდის ვადა 27 დეკემბერს ეწურებათ: „წლის ბოლომდე თუ ვერ გადაიხდიან, ჩვენ კანონს ვერ დავარღვევთ და ამ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსი შეუწყდებათ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მაჟორიტარი სტუდენტების დახმარებას პრეზიდენტსაც სთხოვს
ანონსი-ორმაგად დაზარალებული სტუდენტები
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სტატუსი 29 სტუდენტს შეუჩერდა
გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
უსამართლობა თუ გაუგებრობა - ორმაგად დაზარალებული სტუდენტები
ასობით სტუდენტს სტატუსი აღარ შეუჩერდება