FM97.5 / LIVE

‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020
სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, სოფელ ყაურმას ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება, 44 წლის ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან, ოჯახის წევრები კი საკარანტინო სივრცეში.

‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

გიორგი მიქელაძის განმარტებით, ოჯახის წევრების გარდა, ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში 10–მდე ადგილობრივი იმყოფებოდა.

„დღევანდელი მონაცემებით აღნიშნულ პიროვნებას სუსტი დადებითი დაუდასტურდა, ამიტომ სოფლის ჩაკეტვის აუცილებლობა არ არის. მოკვლეული კონტაქტები ვინც იყო 10–მდე ადამიანი თვითიზოლაციაშია, ჯერჯერობით სიმპტომი არავის გამოვლენია, თუ საეჭვო პირი გაჩნდება სხვა ზომებს მივიღებთ“, – აცხადებს მიქელაძე.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელში მცხოვრებლების თერმოსკრინინგი.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფელში მერის წარმომადგენლის განცხადებით, გუდაურის საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს.

ყაურმაში მცხოვრები 44 წლის კაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ჩატარებული კვლევებით კორონავირუსი დადასტურდა.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან ეგოიანმა განაცხადა, რომ 44 წლის კოვიდინფიცირებული კაცი ჰოსპიტალში გადაყვანამდე, ორი თანასოფლელის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

დღეს, სოფელში მერის წარმომადგენელმა ეგორ თოროიანმა განაცხადა, რომ სოფლის ჩაკეტვა იგეგმებოდა, თუმცა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ეს ფაქტი არ დაადასტურეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ნინოწმინდა]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს
ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრების ანალიზის პასუხი ცნობილია