FM97.5 / LIVE

‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 04.06.2020
მერის წარმომადგენელი სოფელ ყაურმაში ეგორ თოროიანი ამბობს, რომ ბრძანება სოფლის ჩაკეტვის შესახებ უკვე მიიღეს. მისი განმარტებით, 44 წლის კაცს, რომელიც გუდაურის საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული გამოუშვეს, სოფელში თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდა კონტაქტი.

‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

„ჯერ ჩაკეტილი არ არის სოფელი, მაგრამ ვემზადებით რომ ჩაიკეტოს, ბრძანება უკვე მიღებულია“, – აცხადებს სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი.

სოფელში ადგილობრივები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს, რომ სახლიდან გარეთ არ გამოვიდნენ.

ყაურმაში მომხდართან დაკავშირებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი ჩატარდა. მერმა, ანივარდ მოსოიანმა "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, რომ მითითებებს ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში კომენტარს არ აკეთებენ, განყოფილების უფროსმა ნინო ზედგინიძემ "სამხრეთის კარიბჭეს" სატელეფონო საუბრის დროს უთხრა, რომ კომენტარს 10 წუთის შემდეგ გააკეთებდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

მსგავსი ქმედება ზედგინიძის მხრიდან პირველი არ არის, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, იგი ჟურნალისტების ზარებს ხშირ შემთხვევაში არ პასუხობს.

კორონავირუსით ინფიცირებული 44 წლის კაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან ყაურმაში 31 მაისს დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფელში მერის წარმომადგენლის განცხადებით, საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს.

44 წლის კაცს განმეორებით ტესტირება ორ ივნისს გაუკეთეს, მას კორონავიურსი დღეს დაუდასტურდა.

ყაურმაში 300–მდე ადამიანი ცხოვრობს, მერის წარმომადგენელი ეგორ თოროიანი აცხადებს, რომ ინფიცირებულს ოჯახის წევრების გარდა, თითქმის ყველა მოსახლესთან ჰქონდა კონტაქტი.

მასალის გამოქვენების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები კაცის ანალიზები ექიმებს არ შეშლიათ და იგი მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან, მაშინ როცა მეორე ტესტი სუსტად დადებითი იყო.

[თაკო ფეიქრიშვილი, რიმა სარუხანიანი, ნინოწმინდა]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი
‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია