FM97.5 / LIVE
ღარიბაშვილმა ისრაელთან ვიზების გაუქმებას ხელი მოაწერა

ღარიბაშვილმა ისრაელთან ვიზების გაუქმებას ხელი მოაწერა

მთავარიპოლიტიკა 18.11.2013
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოსთან ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებებს ხელი მოაწერა

ღარიბაშვილმა ისრაელთან ვიზების გაუქმებას ხელი მოაწერა
დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ისრაელის მხრიდან – ისრაელის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ფაინა ქირშენბაუმმა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ისრაელის სახელმწიფოში 6 თვის განმავლობაში 90 დღით უვიზოდ ყოფნას.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა ხელი მოაწერეს დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საჯარო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტი განსაზღვრავს მხარეებს შორის თანამშრომლობის წესებს ყველა იმ მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს საჯარო უსაფრთხოების სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული შეთანხმებები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მხარეები აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს დაასრულებენ.

[SKnews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა
საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა
ავარია ვარძიის გზაზე – დაშავებულია ისრაელის 13 წლის მოქალაქე
საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შსს 'ქურდული სამყაროს' წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს
ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს
ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა