FM97.5 / LIVE

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.06.2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, სამცხე-ჯავახეთში ორშაბათამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. რეგიონის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიკლებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 8 ივნისამდე

დღეს, სამ ივნისს ღამით მთელს რეგიონში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ახალციხეში და ასპინძაში ღამით +6, +8 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, ხოლო ბორჯომში და ადიგენში ღამით +7, +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ასევე ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდება ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაში, ღამით ჰაერის ტემპერატურა + 7, +9 გრადუსი იქნება.

4 და 5 ივნისს სამცხე–ჯავახეთში, დღის განმავლობაში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

ახალციხესა და ასპინძაში დღისით ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბორჯომსა და ადიგენში დღის ტემპერატურა +22, +24 გრადუსამდე მიაღწევს, ღამით კი მოსალოდნელია +9, +11 გრადუსი.

დროგამოშვებით იწვიმებს მაღალ მთაშიც, ახალქალაქსა და ბაკურიანში დღისით ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6, +8 გრადუსი იქნება.

6 და 7 ივნისს მთელს რეგიონში გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.

6 ივნისს ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9, +11 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ახალქალაქში, ბაკურიანსა და ნინოწმინდაშიც. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +22, +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი ნავარაუდევია +4, +6 გრადუსი.

7 ივნისს დღისით ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. ახალციხეში, ასპინძაში, ბორჯომსა და ადიგენში დღისით ჰაერი +29, +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9, +11 გრადუსამდე დაიწევს.

+4, +6 გრადუსი შენარჩუნდება ღამის ტემპერატურა ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბაკურიანში, ხოლო დღისით +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

8 ივნისიდან მთელს რეგიონში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

27 ივნისამდე სამცხე–ჯავახეთში უმეტესად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
ტემპერატურა +32 გრადუსამდე მოიმატებს – კვირის ამინდის პროგნოზი
სამცხე–ჯავახეთში 21 ივნისამდე არამდგრადი ამინდია  მოსალოდნელი
როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში 4 ივლისამდე
4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი
როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 აპრილამდე სამცხე-ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდი იქნება