FM97.5 / LIVE

‘პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ ვერ გამოვიძიებთ’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სერაფიმე ჯოჯუაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.06.2020
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ბორჯომის ყოფილი ეპისკოპოსის, სერაფიმე ჯოჯუას მიმართ არსებული პედოფილიის ბრალდების გამოძიება სახელმწიფოს უნდა დაეწყო და არა სინოდს. მისივე თქმით, სასულიერო პირები არ არიან დარწმუნებულები სერაფიმეს არც დანაშაულში და არც უდანაშაულობაში.

‘პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ ვერ გამოვიძიებთ’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სერაფიმე ჯოჯუაზე

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, სერაფიმე ჯოჯუას შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ტელეკომოპანია „მთავართან“ ისაუბრა.

მრევლის ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებდა. როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, შესაძლო პედოფილიის საქმის გამოძიებისთვის ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ საპატრიარქოს სინოდს წერილით მიმართა. ამ ამბის შემდეგ, რამდენიმე დღეში, 2016 წლის 24 აპრილს მიტროპოლიტმა ბორჯომის ეპარქია დატოვა.

დღემდე საქმე გამოძიებული არ არის. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ამბობს, რომ ამ ბრალდებასთან სინოდი უძლური იყო და გამოძიება სახელმწიფოს თავისი ინიციატივით უნდა დაეწყო.

„პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაული არ არის? სისხლის სამართლის დანაშაული ჩვენ [სინოდმა] როგორ უნდა გამოვიძიოთ, სახელმწიფომ არ უნდა გამოიძიოს ეს ამბავი? [...] ის, რაშიც მას დასდო ბრალი იმ ქალბატონმა, თვითონ შინაარსობრივად სისაძაგლეა და არანაირი მხრიდან არანაირი გამართლება ამას არ აქვს. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ეს არ არის სწორი, ისიც არანაკლებ სისაძაგლეა თუ უფრო მეტი არა, როცა ადამინს არ დაუშავებია და ესეთ რამეში სდებ ბრალს. ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა გადაცემა „ღამის მთავარის“ ეთერში ახალქალაქის მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, სინოდმა ის გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, კერძოდ ამ ამბის გახმაურების შემდეგ, სერაფიმე ჯოჯუა მონასტერში გაგზავნეს, თუმცა მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ ყოფილი ეპისკოპოსი მონასტერში არც დასასვენებლად იყო და არც მოსანანიებლად: „მისი რეპუტაცია დადგა ეჭვქვეშ, ამის გამო, ჩვენ გადმოვიყვანეთ მეუფე სერაფიმე თავისივე თხოვნით... ჯერ სანამ გადმოვიყვანდით, არ ჰქონია ღვთისმსახურება... მონასტერში გავუშვით და სხვებისგან განსხვავებით, წავიდა და ამ მონასტერში დიდხანს ცხოვრობდა.

მონასტერში არც მოსანანიებლად წავიდა და არც დასასვენებლად. მოსანანიებლად არ წავიდოდა, იმიტომ, რომ არ არის დადგენილი მისი ბრალეულობა. მის რეპუტაციას მიადგა ჩრდილი და განერიდა დროებით. ამის შემდეგ ჩვენ დაველოდეთ როგორ განვითარდებოდა მოვლენები“.
ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტის სერაფიმე ჯოჯუას მიმართ პედოფილიის ბრალდება 2016 წლის გაზაფხულზე გაჩნდა. ამის შემდეგ იგი მონასტერში წავიდა.

2017 წლის 17 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერაფიმე ჯოჯუა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად ინიშნებოდა რამაც იქ მომუშავე სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტი გამოიწვია.

მას დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მღვდელმოქმედება შეჩერებული ჰქონდა. ამჯამად იგი მამათა მონასტერშია გამწესებული.

[თაკო ფეიქრიშვილი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მიტროპოლიტ სერაფიმეს სინოდმა მღვდელმოქმედება აღუდგინა
სად არის მეუფე სერაფიმე
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის შესახებ
თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა
მეუფე სერაფიმე რომანოვების სასახლის მუზეუმად გადაკეთებას ითხოვს
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებითი მმართველი ჰყავს