FM97.5 / LIVE

სოფელ უდეში ხვალ ”ანთიმოზობა” გაიმართება

მთავარისაზოგადოება 25.06.2012
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში ხვალ წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე, ”ანთიმოზობა“ გაიმართება.

სოფელ უდეში ხვალ ”ანთიმოზობა” გაიმართება

”ანთიმოზობა” ყოველი წლის 26 ივნისს, სოფელ უდეში ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც ამ სოფლის მკვიდრის ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

”ანთიმოზობა” პირველად 2005 წელს, რუმინეთის საელჩოს ინიციატივით გაიმართა. სწორედ რუმინეთში, უკანასკნელ ხანს მოძიებული მასალებით დადგინდა, რომ ანთიმოზ ივერიელი მესხეთის, კერძოდ სოფელ უდის მკვიდრი იყო.

ვერსია, რომ ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სოფელ უდედანაა, უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის წინამძღვარს დეკანოზი ტიმოთეს (ჩილაშვილი) ეკუთვნის. მისი თქმით, მის მრევლში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცნობა, რომ ანთიმოზ ივერიელი წარმოშობით სოფელ უდედან იყო. გვარად ხურციძე ყოფილა, ანუ მესხ თავადთა საგვარეულოს მიეკუთვნებოდა და სავარაუდოდ თურქთა ერთ-ერთი შემოსევის დროს გაუტაციათ.

ზოგიერთი ცნობით, ტყვეობიდან იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა გამოისყიდა. საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან განათლებისა და ოსტატობის სრულყოფას მოახმარა. უკვე სახელგანთქმული მხატვარი, გრავირების ოსტატი და კალიგრაფოსი, დაახლოებით 1689-1690 წლებში, ვლახეთის (დღევანდელი რუმინეთის ცენტრალური ნაწილი) დიდი მთავრის კონსტანტინე ბრინკოვიანუს მიწვევით ვლახეთს გაემგზავრა. მიწვევის მიზეზი კი უნდა ყოფილიყო ბრინკოვიანუსა და ბერძნული საპატრიარქოს შეთანხმება ვლახეთში დაეფუძნებინათ სტამბა, სადაც შესაძლებელი გახდებოდა საპატრიარქოსათვის ბერძნულ ენაზე წიგნების ბეჭდვა, რადგან კონსტანტინოპოლში, ჯერ კიდევ 1633 წელს, თურქებმა გაანადგურეს ბერძნული სტამბა.

ვლახეთში ჩასვლის შემდეგ ანთიმ ივერიელმა დააარსა 4 სტამბა, სადაც წიგნები იბეჭდებოდა ბერძნულად, რუმინულად, ძველსლავურად, თურქულად და არაბულად.

ანთიმ ივერიელის ძალისხმევით, პირველი ქართული ეროვნული სტამბა დაარსდა თბილისში, ხოლო პირველი არაბული სტამბა - სირიაში, ქალაქ ჰალაბში.

ანთიმ ივერიელი, როგორც უბადლო ხუროთმოძღვარი და არქიტექტორი, ეწეოდა დიდ აღმშენებლობით მოღვაწეობას. ხოლო როგორც ბრწყინვალე ფერმწერი, მოქანდაკე, გრავიორი თუ ხეზე ჭრის ოსტატი - მხატვრულ-შემოქმედებით მოღვაწეობას. 1708 წლიდან, როდესაც ვლახეთის უმაღლეს სასულიერო პირად - მიტროპოლიტად აირჩიეს, 1716 წლამდე, მისი უშუალო მონაწილეობით აგებული ან აღდგენილი, მოხატული და მოჩუქურთმებული იყო ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი.

იგი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწეც იყო. მის პოლიტიკურ მოღვაწეობაში კი მთავარი იყო ბრძოლა ვლახეთის გასათავისუფლებლად უცხოელ დამპყრობე-ლთაგან. სწორედ ეს გახდა მიზეზი 1716 წლის 27 სექტემბერს მისი მოწამებრივად აღსრულებისა, როდესაც თურქმა დამპყრობლებმა განსაკუთრებული სისასტიკით დასაჯეს სიკვდილით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხვალ უდეში ‘ანთიმოზობას’ იზეიმებენ
უდეში ანთიმოზობა აღნიშნეს
სოფელ უდეში ”ანთიმოზობას”  აღნიშნავენ
26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღნიშნეს
26 ივნისს უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავენ
26 ივნისს უდეში სახალხო დღესასწაული 'ანთიმოზობა' გაიმართება
„ანთიმოზობა“ უდეში