FM97.5 / LIVE

ახალციხეში ბუნებრივი აირით 2 მცირეწლოვანი მოიწამლა

მთავარისიახლე, შემთხვევა 03.06.2020
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალსა და კლინიკა „იმედში“ ორი და ოთხი წლის ბავშვები გაზის ინტოქსიკაციით შეიყვანეს. კომპანია „ინტერგაზში“ გვითხრეს, რომ შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

ახალციხეში ბუნებრივი აირით 2 მცირეწლოვანი მოიწამლა

გაზით ინტოქსიკაციის ორივე შემთხვევა ახალციხეში გუშინ, 2 ივნისს დღის მეორე ნახევარში მოხდა. ოთხი წლის მცირეწლოვანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, ხოლო ორი წლის კლინიკა იმედში. ისინი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფებიან.

„ოთხი წლის პაციენტი, მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის პალატაში. მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ“, - გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, რევაზ კუჭუხიძემ.

კლინიკა "იმედში" გვითხრეს, რომ ორი წლის პაციენტს მოწამვლის გარდა, მწვავე რესპირატორული ინფექციაც აქვს, ამიტომ რეანიმაციაში მოათავსეს.

ახალციხეში კომპანია „ინტერგაზის" დირეტორის, ვასილ აბულაძის განმარტებით მცირეწლოვნების მოწამვლა არასწრად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

„არასწორად დამონტაჟებული გაზის აპარატურების ბრალია და ორივე გავთიშეთ“, - გვითხრა აბულაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედაგად, სამი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში გაზით  დედა–შვილი მოიწამლა
ახალციხეში ავარიისას 10 წლამდე ბავშვი დაშავდა
ავარია ახალციხეში – დაშავდა 2 მოქალაქე, დაიმტვრა 6 მანქანა
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა
ახალციხეში 33 წლის ქალს მანქანა დაეჯახა
ახალციხეში ავტომობილი ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა