FM97.5 / LIVE

‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 03.06.2020
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, სოფელ ყაურმაში საკარანტინო სივრციდან დაბრუნებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება მიმდინარეობს.

‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი
სოფელი ყაურმა

სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ 44 წლის კაცს ოჯახის წევრების გარდა, 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

„ოჯახში ხუთნი არიან, სოფელში მოსახლეობასთანაც ჰქონდა ახლო კონტაქტი. დიდი ხნით რუსეთში იყო და ყველამ ახლოდან მოიკითხა“,– ამბობს მერის წარმომადგენელი ეგორ თოროიანი.

ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ტიგრან ეგოიანის თქმით, სოფელში კონტაქტების მოძიება დაწყებულია.

„30 კაცს დავავალე გაარკვიონ ვისთან ჰქონდა ურთიერთობა, დიდი დრო დაგვჭირდება, რადგან სოფელში 300 კაცი ცხოვრობს. ეს კაცი სოფლის გარდა სხვა პირებსაც შეხვდა“,– ამბობს ტიგრან ეგოიანი.

სოფელ ყაურმაში მცხოვრები 44 წლის კაცი, რომელიც საკარანტინო ზონიდან ორი დღის წინ დაბრუნდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დღეს, ორ ივნისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მერის წარმომადგენლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კაცს კორონავირუსი აქვს, საკარანტინო სივრციდან კი იმიტომ გამოუშვეს, რომ ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ საკითხის მოკვლევა დაიწყეს.

ტიგრან ტოროსიანი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსმა ნინო ზედგინიძემ მიაწოდა.

„სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არც ნინო ზედგინიძე აკეთებს.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი
ყაურმაში თერმოსკრინინგი ჩატარდა, კორონავირუსზე ანალიზი 3 ადგილობრივს აუღეს
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული
‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე