FM97.5 / LIVE

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 02.06.2020
ნინოწმინდაში მერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საკარანტინო სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს. მომხდარს ადასტურებენ ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც.

‘ანალიზის პასუხები აერიათ და COVID-19-ით ინფიცირებული ნინოწმინდელი კაცი სახლში გამოუშვეს' – მერის წარმომადგენელი

ნინოწმინიდს მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში მცხოვრები მოქალაქე რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, მან 18–დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.

როგორც სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი ეგორ ქოთოიანი აცხადებს, 44 წლის კაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, ექიმებმა კი ეს მისი სახლში გაშვებიდან, ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს.

„საკარანტინო ზონაში დაუკარგავთ ტესტები, მომხდარა გაუგებრობა და პირი კარანტინიდან გაუწერიათ სრულიად ჯანმრთელი ადამიანივით. ეს კაცი უკვე 20 დღეა საქართველოში იმყოფება არანაირი სიმპტომი არ ჰქონია, აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობდა თავს. თვითონაც უკვირს როგორ დაინფიცირდა. ის საქართველოში მარტო არ შემოსულა, დაახლოებით 10 კაცთან ერთად იყო და სხვებს, მის მეგობრებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ“, – ამბობს სამხრეთის კარიბჭესთან“ რწმუნებებული ეგორ თოროიანი.

მისი თქმით, ინფიცირებული კაცი სოფლიდან დღეს, ორ ივნისს, 14:00 საათისთვის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა პოლიციის თანხლებით წაიყვანა.

იმ ფაქტს, რომ საკარანტინო სივრცეში ანალიზის პასუხები აერიათ, ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტშიც გვიდასტურებენ.

„როცა მიხვდნენ, რომ ტესტების პასუხები აერიათ, ჩამოვიდნენ და ინფიცირებული მოქალაქე წაიყვანეს. მე როგორც ვიცი თბილისიდან ჩამოვიდნენ“, – აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ტიგრან ეგოიანი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ ინფიცირებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„სამხრეთის კარიბჭე“ ვითარების გასარკვევად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელს ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა, კითხვის დასმის შემდეგ მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა და ტელეფონი გაგვითიშა.

[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

'44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი
‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი
‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული
ნინოწმინდელი ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრების ანალიზის პასუხი ცნობილია
‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი
სოფელ ყაურმაში კორონავირუსზე აღებული ტესტების პასუხები ცნობილია
'საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე' – კოვიდინფიცირებული