FM97.5 / LIVE

ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 02.06.2020
ბორჯომში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 24 პირს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულ კაცთან პირდაპირი და ირიბი კონტაქტი ჰქონდათ. პირი ქალაქში ორი დღით იმყოფებოდა და ამ დრომდე უცნობია, ჩამოსვლამდე დაინფიცირდა თუ ბორჯომიდან წასვლის შემდეგ.

ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა

ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ 24 ადამიანს ანალიზი 1-ელ ივნისს აუღეს. მათგან ერთ-ერთი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბორჯომში, „ბოლო ზარის“ მოსალოცად იყო ჩამოსული. მას მთელი კლასი 23 მაისს შეხვდა: „გუშინ ამიღეს ანალიზი, თბილისიდან იყო მეგობარი ჩამოსული ბორჯომში ბოლო ზარის მისალოცად და სწორედ მაგედან მქონდა კონტაქტი. კლასს მოგვილოცა [სკოლის დამთავრება] და გამოდის, რომ მთლიან კლასთან ჰქონდა შეხება“.

საწინააღმდეგოს ამბობენ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. მათი თქმით, ინფიცირებულ პირს პირდაპირი კონტაქტი მხოლოდ ორ ადამიანთან ჰქონდა, რომლებიც უკვე გამოკვლეულია და პასუხი უარყოფითია. ამ ეტაპზე კი ელოდებიან იმ პირების ანალიზის პასუხებს, რომლებსაც „ამ პირთან არაპირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ“: „სხვა ქალაქიდან იყო პირი ჩამოსული და გარკვეული საეჭვო კონტაქტები იყო. [ამ პირებს ტესტირება] იმიტომ ჩაუტარდათ, რომ არაპირდაპირი კონტაქტები იყვნენ დადასტურებული შემთხვევის. ზუსტად არ ვიცით, ეს პირი როდის დასნებოვნდა, აქ ჩამოსვლამდე, თუ აქ ჩამოსვლის შემდეგ და სიფრთხილის მაქსიმალური ზომის მიზნით ჩაუტარდათ. ასევე ტესტირება ჩაუტარდა იმ ორ ადამინს, რომლებიც ბორჯომში იყვნენ მასთან პირდაპირ კონტაქტიში და ისინი უარყოფითები არიან“, - ამბობს ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი.

24 ადამიანის ანალიზის პასუხი სავარაუდოდ, 2 ივნისს საღამოს იქნება. რატიანი ამბობს, ამ ეტაპზე საეჭვო კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან, მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ: „სიმპტომი რომ ჰქონოდათ, სახლში, თვითიზოლაციაში კი არ დავტოვებდით, გადავიყვანდით საკარანტინო ზონაში. ახლა თვითიზოლაციაში სახლში არიან ესენი. არ არის ჯერ პასუხები და არ ვიცი, როდის იქნება“.

ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები არ ჰქონდა არც ინფიცირებულ პირს: „საკმაოდ დიდი პერიოდი გავიდა, ერთ კვირაზე მეტია, რაც ამ პიროვნებას თბილისში დაუდასტურდა [კორონავირუსი], ისიც იმიტომ დაუდასტურდა, რომ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და გატესტეს, თორე ჩივილები არ ჰქონია“, - ამბობს რატიანი.

[ნუკა სტეფნაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 24 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია
COVID 19–ით ინფიცირებულს ბორჯომში 13 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
Covid-19-ით ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს
უდეში ინფიცირებულ ექთანთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტირება მიმდინარეობს [ფოტო]
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა