FM97.5 / LIVE

სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 158 ადამიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 02.06.2020
სომხეთში კორონავირუსით 24 საათში 19 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 517 ახალი შემთხვევა. პრემიერ–მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა კორონავირუსი სიმპტომების გარეშე 20 ათასამდე მოქალაქეს ჰქონდეს.

სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 158 ადამიანი

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 10 009 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 3 427 პაციენტი, გარდაიცვალა 158.

„ქვეყანაში შეიძლება 18–20 ათასი ადამიანი იყოს დაინფიცირებული ასიმპტომურად, ისე როგორც ჩემი შემთხვევა იყო“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურს და მის ოჯახს კორონავირუსი გუშინ პირველ ივნისს დაუდასტურდათ.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 19 პაციენტიდან, ყველაზე ახალგაზრდა 50 წლის ქალია, ასაკოვანი კი 82 წლის კაცი.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსზე 6 368 ადამიანი მკურნალობს. ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობაა 59 917.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დაფიქსირდა. ინფიცირებული სომხეთის 29 წლის მოქალაქეა, იგი ცოლთან ერთად ერევანში თეირანიდან დაბრუნდა.

[რიმა სარუხანიან]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომხეთში 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა
'სიტუაცია რთულდება, შეიძლება ისევ მკაცრი კარანტინი გამოვაცხადოთ'  – ფაშინიანი სომხეთის მოსახლეობას მიმართავს
სომხეთში კოვიდინფიცირების 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კოვიდინფიცირების 289 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კოვიდინფიცირების 523 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კოვიდინფიცირების 415 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 25 ათასს გადააჭარბა