FM97.5 / LIVE

პირბადის ტარებისა და სხვა შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2020
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ჯარიმების ოდენობა იმდენი უნდა იყოს, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს და მოქალაქეებს დამატებით პრობლემებს არ უქმნიდეს.

პირბადის ტარებისა და სხვა შეზღუდვების დარღვევისთვის ჯარიმები დაწესდება

"ეს ოდენობები უნდა იყოს გონივრული" – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და ჯანდაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს საკანონმდებლო ცვლილებების მოკლე დროში შემუშავება დაავალა.

„გთხოვთ, რაც შეიძლება დაჩქარებულ ტემპში მიიღოთ ეს ცვლილებები, რომ მთავრობას მიეცეს ადმინისტრირების შესაძლებლობა. ეს დარღვევები არ არის დარღვევები, რომელიც ერთ მოქალაქეს უკავშირდება, ვინც შეიძლება ეს წესები დაარღვიოს. ასეთი ტიპის დარღვევები წესებისა და რეკომენდაციების, უკავშირდება სხვა ბევრი მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და ქმნის მცირე ეპიდემიოლოგიური გართულებების საფრთხეს, რაც მათ შორის ბოლო ერთი კვირის განმავლობაშიც გვქონდა სახეზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ამის ადმინისტრირების კუთხით შევქმნათ სამართლიანი და ეფექტური საკანონმდებლო რეგულაციები," - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს.

21 მარტიდან 22 მაისამდე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შემოღებული წესების დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 3 000, იურიდიულ პირებზე კი 15 000 ლარს შეადგენდა.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის ჯარიმები დაწესდება
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შსს–მ 26 მილიონი ლარის ჯარიმა გამოწერა
შსს–მ 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 87 პირი დააჯარიმა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 119 პირი დაჯარიმდა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 85 ადამიანი დაჯარიმდა
შსს–მ 'კომენდანტის საათის' დარღვევისთვის 74 მოქალაქე დააჯარიმა
თვითიზოლაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით დაჯარიმდება