FM97.5 / LIVE

სალომე ზურაბიშვილი ფოკაში იმყოფება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2020
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფოკაში წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ჩავიდა. იგი ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე წირვას დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილი ფოკაში იმყოფება
ფოტო: რადიო 'ნორის' ვიდეოდან

მართლმადიდებლური ეკლესია პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს, საზეიმო წირვა ფოკაში ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი წმინდა ნინოს გზას დაადგა. ისინი ფეხით მსვლელობას მართავენ, რომელიც 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება.

სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში გასულ წელსაც იმყოფებოდა. პრეზიდენტმა რიტუალზე საზეიმო კოცონიც აანთო. გასული წლის მსგავსად ქვეყნის პირველი პირი წელსაც მიიღებს მონაწილეობას მსვლელობაში.

წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღე აღინიშნება. წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ.

ნინოობასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ტარდება. განსაკუთრებით ეს დღე, ნინოწმინდაში, ფარავნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნება. აქ წირვა იმ ადგილას აღევლინება, სადაც გადმოცემის მიხედვით, სომხეთიდან საქართველოში შემოსული ნინო ორი დღის განმავლობაში ისვენებდა.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. წმიდა ნინო ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.

ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი ივნისი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეა
საქართველოში წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება
27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
27 იანვარს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება
1 ივნისს მართლმადიდებლები  წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს ზეიმობენ
ფოკაში ნინოობას აღნიშნავენ