FM97.5 / LIVE

ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 16.11.2013
16 ნოემბერი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირთან“ არსებულმა ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრებმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს

ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ტოლერანტობის დღის აღნიშვნა ახალგაზრდებმა პრეზენტაციით დაიწყეს, მათ ჯერ ტოლერანტობაზე ისაუბრეს, შემდეგ ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრების მიერ გადაღებული ვიდეო-რგოლები აჩვენეს. მოგვიანებით კი ტოლერანტობის თემაზე ინტელექტუალური თამაში გაიმართა.

„როგორც აღმოჩნდა, ჩვენთან საკმაოდ ტოლერანტი ბავშვები არიან. ყველამ აღნიშნა, რომ ჰყავთ მეგობრები სხვადასხვა ეთნიკური დარელიგიური უმცირესობიდან და ძალიან ტოლერანტები არიან“, - ამბობს ახალციხის ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრის წევრი გვანცა ჩინჩალაძე.

„დემოკრატ მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში გამართული ღონისძიების შემდეგ, ახალგაზრდები ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრნენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მიგველოცა დღევანდელი დღე და სიმბოლურად მოვაწყეთ გასართობი ღონისძიებაც“, - ამბობს პროექტ „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ კოორდინატორი ნათია გელაშვილი.

დღესვე გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ მიერ გამოცხადებულ ფოტო-კონკურსში - „გვიანი შემოდგომა“ გამარჯვებულების დაჯილდოვებაც.

"ჩავატარეთ ფოტო-კონკურსი თემაზე: „გვიანი შემოდგომა“. ორი კვირის განმავალობაში იყო შესაძლებელი ამ თემაზე გადაღებული ფოტოების გამოგზავნა. გვყავს ორი გამარჯვებული, რომელიც ჟიურიმ შეარჩია, ხოლო ერთი კონკურსანტი გვყავს, რომლის ფოტომაც ფეისბუქის გვერდზე ყველაზე მეტი მოწონება მიიღო“, - ამბობს ნათია გელაშვილი.

აღნიშნულ კონკურსში პირველი ადგილი არმინე მანველიანმა მიიღო, მეორე ადგილის მფლობელი თემო ინასარიძე გახდა, ფეისბუქზე ყველაზე მეტი მოწონება კი თაკო მურადაშვილის ფოტომ მიიღო.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დედამიწის დღე აღნიშნეს
ახალგაზრდულმა კლუბებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
ახალციხეში ბავშვთა უფლებებზე ფოტოკონკურსი გამოცხადდა
ახალციხეში ახალგაზრდებმა ქვეითად გადასასვლელი მოხატეს
ახალციხელი ახალგაზრდები ერთმანეთს ორატორობაში შეეჯიბრნენ
ახალციხეში ტოლერანტობისა და ინკლუზიის კვირეული დასრულდა