FM97.5 / LIVE

ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 01.06.2020
სომხეთის პრემიერ–მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.

ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაურმა დღეს, პირველ ივნისს განაცხადა.

"გუშინ გაირკვა, რომ ჩემი ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. არანაირი სიმპტომი არ მქონია, თუმცა რადგან სამხედრო ნაწილების მონახულებას ვაპირებდი, ტესტის გაკეთება ამიტომ გადავწყვიტე", - ამბობს ფაშინიანი თავის გვერდზე გამოქვეყნებულ ფეისბუკ ლაივში.

კორონავირუსი დაუდგინდა ფაშინიანის ოჯახსაც. "განვაგრძობ მუშაობას სახლიდან" - თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, ვირუსი სავარუადოდ ერთ-ერთ სხდომაზე გადაედო ოფიციანტისგან, რომელსაც მომსახურებისას ხელთათმანი არ ეკეთა.

"შევნიშნე, რომ ხელთათმანი არ ეკეთა და შენიშვნა მივეცი, თუმცა ვეჭვობ, რომ მანამდეც ხელთათმანის გარეშე მუშაობდნენ. ამ ოფიციანტსაც კორონავირუსი დაუდგინდა", - ამბობს ფაშინიანი.


პრემიერმა ასევე ისაუბრა სომხეთში არსებულ რთულ ვითარებაზე.

პირველი ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით 9 282 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 3 386, გარდაიცვალა 131 პაციენტი.

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ნიკოლ ფაშინიანი: ქვეყანაში 100 000-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს
სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 158 ადამიანი
'საზოგადოების ნაწილს არ სჯერა... კორონავირუსით დაღუპულთა მონაცემებს გამოვაქვეყნებთ'- ფაშინიანი
რეგულაციები უნდა გამკაცრდეს - ნიკოლ ფაშინიანი
'შემთხვევების უმრავლესობა ეჩმიაძინს უკავშირდება' - ფაშინიანი
სომხეთში 101 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა