FM97.5 / LIVE

თამარ გურჩიანი: ტოლერანტობა ისწავლება!

მთავარისაზოგადოება 16.11.2013
„ჩვენ ტოლერანტობა ინდივიდის თუ კოლექტივის თანდაყოლილი თვისება გვგონია. ტოლერანტობა ისწავლება! და სახელმწიფოს სჭირდება ამის გააზრება და შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება“, - ამბობს უფლებადამცველი თამარ გურჩიანი.

თამარ გურჩიანი: ტოლერანტობა ისწავლება!
ტოლერანტობის კულტურის შესახებ იურისტმა, უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა გუშინ, 15 ნოემბერს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რელიგიათა საბჭომ თამარ გურჩიანს "ტოლერანტობის ქომაგის" წოდება მიანიჭა.

„არ ვიცი გაგიგიათ თუ არა, რომ პაკისტანში, თალიბანმა ბოლო ერთი წლის მანძილზე 22 ექთანი მოკლა, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ისინი ბავშვებს პოლიოს აცრას უკეთებდნენ. რა თქმა უნდა შეუძლებელია თალიბანის სისასტიკის რაციონალური ახსნა, მაგრამ პოლიოს აცრის წინააღმდეგ მიმართული მისი კამპანიის ერთ-ერთი საფუძველი იყო 2011 წელს, ბინ ლადენის განადგურების ოპერაციისას ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ გამოყენებული სრულიად ცინიკური, ვაქცინაციის ყალბი პროგრამა, რომელიც სინამდვილეში, დნმ-ის ნიმუშების აღებას ისახავდა მიზნად.

შედეგად, პაკისტანში ათასობით ბავშვის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია.

ეს მაგალითი ჩვენი ვითარების ზუსტ პარალელად არ გამოდგება, მაგრამ სწორედ ასეთ, ცინიკურ, სასტიკ და უკიდურეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. სადაც ძალადობის მხარეებს მნიშვნელობა უკვე არა აქვს, იმდენად ნათელი, მასშტაბური და სწრაფად მზარდია ძალადობის შედეგი. ეს ის საზოგადოებაა, სადაც სიტყვების კომბინაცია “მუსლიმ ოჯახში დაბადებული ბავშვი” სრულიად შეგნებულად წარმოთქვა ბავშვის სიკვდილით შეწუხებულმა ქრისტიანმა.

არსებობს ასეთი აფრიკული ანდაზა - როცა ორი სპილო ებრძვის ერთმანეთს, სწორედ ბალახი არის ის რაც ითელება. საქართველოში ფუნდამენტალიზმი იბადება და ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ ათასობით ადამიანის სახელით, ვინც ითელება.

ფუნდამენტალიზმის დაბადების მიზეზი ტოლერანტობის ცნების გააზრებისას დაშვებული სამი შეცდომაა:
საქართველოში ტოლერანტობა მითად და ცინიკურ სიმბოლოდ იქცევა, თუკი ჩვენ არ გავიაზრებთ, რომ ტოლერანტობა და ინდიფერენტულობა ერთი და იგივე არ არის.

მეორე შეცდომა, რომელსაც ვუშვებთ: ჩვენ ტოლერანტობა ინდივიდის თუ კოლექტივის თანდაყოლილი თვისება გვგონია. ტოლერანტობა ისწავლება! და სახელმწიფოს სჭირდება ამის გააზრება და შესაბამისი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება.

და მესამე შეცდომა, რომელიც პირველი ორს უკავშირდება: ტოლერანტობის კულტურა არ არსებობს ადამიანის უფლებების დამცავი ისეთი ძლიერი სამართლებრივი მექანიზმების გარეშე, როგორიცაა დისკრიმინაციის მკაცრი და მკაფიო აკრძალვა.

17 მაისის სიძულვილის თავზარდამცემი მასშტაბი ყველასთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო იმაში დასარწმუნებლად, რომ ჰომოსექსუალები მხოლოდ დასაწყისი იყო. ამას უკვე მოყვა რელიგიური უმცირესობები და ამ წუთებში ამავე სიძულვილის ნიაღვარმა შეიწირა უსახლკაროებიც, რომელთათვისაც თავშესაფრის აშენების უფლება ორგანიზაცია “იდენტობას” საპატრიარქომ არ მისცა.

არ მინდა, აპოკალიპტური სურათი დავხატო, თუმცა ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ აქ და ახლა,
თორემ
არაფერი არ დაგვაწვება ისეთ მძიმე ტვირთად, როგორც ჩვენში გამეფებული ინდიფერენტულობის სიმსუბუქე.

არაფერი ისე ძვირად არ დაგვიჯდება, როგორც ეს იაფფასიანი ქველმოქმედება და ზედაპირულობა.

და აუცილებლად ვაგებთ პასუხს ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ჩვენი უპასუხისმგებლობისთვის”
, - განაცხადა სამადლობელ სიტყვაში თამარ გურჩიანმა.

[SKnews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'სამხრეთის კარიბჭეს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ტოლერანტობის ქომაგად დაასახელეს
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
გამოკითხვა: როგორ ესმით ტოლერანტობა ახალციხეში [Video]