FM97.5 / LIVE

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს თანამშრომლებს საცხოვრებელი ბინები გადასცა

მთავარიპოლიტიკა 16.11.2013
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელს და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული თანამშრომლის ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს თანამშრომლებს საცხოვრებელი ბინები გადასცა
დღესვე მინისტრმა 477 თანამშრომელი დააჯილდოვა. შსს-ს სტრუქტურაში 20 და მეტი წლის ნამსახურეობის მქონე თანამშრომლებიდან 171-ი უმწიკვლო სამსახურისთვის სამკერდე ნიშნით დააჯილდოვდა, ხოლო 306 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადაეცა.

მინისტრის ინიციატივით, ახალი ბინები მიღეს შსს-ს იმ თანმშრომლებმა, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას წარჩინებით ასრულებდნენ და სოციალური მდგომარეობის გამო საკუთარი საცხოვრებელი არ ჰქონდათ. ბინები ასევე გადაეცათ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შრომითი ხელშეკრულების პირობებით სამინისტროში მუშაობის 5-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ბინის მიღება ჰქონდათ გათვალისწინებული.

საცხოვრებელი ბინები თბილისსა და გორში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის შვიდ თანამშრომელს: შმაგი ედიშერაშვილს, იური ვასილიევს, იური აბაშიძეს, ჯონი ადუაშვილს, კახა ხარაზიშვილს, როინ ჯაყელს და ანზორ ბეკურაშვილს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელ ნუგზარ ბუსკაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომელ ზვიად კაპანაძეს გადაეცათ.

ახალი ბინა გადაეცა აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ მამუკა კომახიძეს, რომელსაც 21 სექტემბერს ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაეწვა. პოლიციელმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მხოლოდ ტაბელური იარაღისა და შსს-ს თანამშრომლის მოწმობის გამოტანა შეძლო. პოლიციის თანამშრომელმა ბინა ბათუმში სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო.

მინისტრმა საცხოვრებელი ბინა ასევე 12 ოქტომბერს სამეგრელოში, სოფელ ხორგაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის დავით დემურიას ოჯახს - მეუღლეს ირმა ჯაიანს და შვილს - ნიკოლოზ დემურიას გადასცა.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ბინები საკუთრებაში გადასცა [R]
ადიგენის გამგეობამ უსახლკარო ოჯახებს ბინები გადასცა
ბორჯომში 18 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა
სიგელი სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის
ახალციხეში საცხოვრებელი ბინა გაქურდეს
ბორჯომში მცხოვრებ დევნილებს ბინები გადასცეს
ასპინძაში განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო გაიხსნა