FM97.5 / LIVE

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, ფოტოამბავი 29.05.2020
ზედა თმოგვი ასპინძის მუნიციპალიტეტში ნასოფლარია. ახლა აქ აღარავინ ცხოვრობს, ტერიტორიას ნახევრად დანგრეული მესხური მიწური სახლები და ისტორიული ტაძრები შემორჩა. აქ მცხოვრებლები 76 წლის წინ სოფელ ნაქალაქევში გადაასახლეს, თუმცა ზედა თმოგვში გატარებულ ბავშვობას ასაკოვნები ისევ იხსენებენ.

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

84 წლი ევა მაისურაძე ასპინძის სოფელ ზედა თმოგვში დაიბადა. 10 წლის იყო, როცა ნაქალაქევში გადაასახლეს, თუმცა მშობლიური სოფლის ამბები ახლაც კარგად ახსოვს. ჰყვება, რომ ერთ დიდ დარბაზული ტიპის სახლში ცხოვრობდნენ. ბევრი საქონელი ჰყავდათ და გამუდმებით შრომობდნენ:

„მახსოვს, ჯილღით იხვნებოდა ყანები, ხარით. ბაღები ვარძიასთან ახლოს, დაბლა ზონაში გვქონდა და „ალაგული“ ერქვა. იქიდან ვეზიდებოდით ხილს და ზამთრისთვის ვიმარაგებდით. საქონელი ბევრი გვყავდა, 12 უღლიანი ბოსელი გვქონდა, ძროხა, დიდრონი ხარები, რომ შეგვება და მოგვეზიდა თივა, ხორბალი, ნამჯა“, - იხსენებს ევა.

ზედა თმოგვი. ვარძიიდან მაღლა, ჩრდილოეთით ერუშეთის მთებში მდებარეობს. დაბლობში ჩამოსასვლელად ადგილობრივები ცხენებს ან ვირებს იყენებდნენ: „ვისაც ცხენი ან ვირი ჰყავდა, ის დადიოდა დაბლა მარტო. დაბლა სოფელში იყო წისქვილი, ზედა თმოგვში არა. აკიდებდნენ ხორბალს ცხენს, ჩამოიტანდნენ, დაფქვავდნენ და ისე ამოიტანდნენ სოფელში. ამბრებში ვინახავდით ფქვილს ზამთარში ძალიან დიდი თოვლი იცოდა და კაცი გარეთ ვეღარ გამოდიოდა“.

ზედა თმოგველები სოფელ ნაქალაქევში 1944 წელს გადაასახლეს. ეს ორი დასახლება ერთმანეთისგან რვა კილომეტრით არის დაშორებული.
განსხვავებულია კლიმატიც, რადგან თმოგვი მაღალი ზონაა, ნაქალაქევი შედარებით დაბალი. ევა მაისურაძე ამბობს, რომ გადასახლების მიზეზი ზედა თმოგვის მიუდგომლობა იყო.

„მაშინ ზედა თმოგვში 100 ოჯახი ვცხოვრობდით. წყალი არ იყო, ჭები გვქონდა. გზა არ იყო, ხალხს უჭირდა მოძრაობა, ამიტომ გადმოგვასახლეს. აქ [ნაქალაქევი] დაბალი ზონა იყო, ხე ხარობდა, ბოსტნეული მოჰყავდათ. რომ გადმოგვასახლეს ტიფი გაჩნდა. ციებ-ცხელება გვქონდა, ყველას გვაციებდა დიდსა თუ პატარას. იმ ჰაერიდან აქ რომ ჩამოვედით, ვიგუდებოდით, უჰაერო ადგილი იყო ჩვენთვის, სანამ შევეგუეთ, მანამდე სულ დაავადმყოფდით“, - იხსენებს 84 წლის ზედა თმოგველი.

ევას დღემდე ახსოვს თქმულება, როგორ დაფუძნდა ზედა თმოგვი: „თმოგვის ციხესთან პატარა ნასოფლარია, მაგედან წასულან ჩვენი მამა-პაპა შემოსევების დროს. 5 ძმა ყოფილა და გაქცეულან. ერთი დაუჭერიათ, სამი მაღლა წავიდა [ზემო თმოგვისკენ], ერთი კი რაჭაში. ამ სამ ძმას გაუკეთებია სახლი, რომელსაც „შაპაანთ დარბაზი“ ჰქვია, მე იქ ვცხოვრობდი“.

გადასახლების შემდეგ, ზედა თმოგველები ნასოფლარს საზაფხულო იალაღებისთვის იყენებდნენ, დროთა განმავლობაში კი ესეც დაივიწყეს.

„ამაღლებას ვიყავი ასული, ცრემლები გადმომცვივდა, დიდი ოჯახი [სახლი] გვქონდა და სულ დანგრეულა. იქ ეკლესიაც გვაქვს, წმინდა გიორგის სახელობისა, ოთხივე კუთხეზე ჯვარი აქვს. პატარა ბავშვი ვიყავი კომუნისტები რომ შემოვიდნენ, იმის მერე უშლიდნენ იქ ლოცვას. მღვდლების ტანსაცმელი გამოიტანეს და დაანიავეს. ეკლესიში პური შეჰქონდათ და იქ ინახავდნენ“.

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]
ზედა თმოგვის წმ.გიორგის სახელობის 11-ე საუკუნის ორნავიანი ტაძარი

ზედა თმოგვი - მესხური ნასახლარის ამბავი [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ასპინძა]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ზედა თმოგვის ნამოსახლარი [ფოტო]
ადგილობრივებისთვის ზედა ციხის დათვალიერება გაძვირდა
აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი
‘ბორჯომი’, დაძაბული მატჩის შემდეგ, ზედა ლიგაში ასვლის შანსს ინარჩუნებს
ასპინძის სამ სოფელში მგელმა საქონელი დაგლიჯა
'სოფლის მხარდაჭერის პროგრამით' ნახევრად განხორციელებული პროექტი სოფელ ხოსპიოში
ახალციხის ციხეში დღეიდან ბილეთების ფასი შეიცვალა