FM97.5 / LIVE

'სამხრეთის კარიბჭეს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა

მთავარისაზოგადოება 15.11.2013
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, "სამხრეთის კარიბჭეს" ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიანიჭა.

'სამხრეთის კარიბჭეს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
გარდა ამისა, სიგელი და აიპედი ერგო "სამხრეთის კარიბჭეს" სარედაქციო სტატიას "რელიგიური ტოლერანტობა და "პატიმარი მინარეთი" კონკურსში - "ტოლერანტობა და მრავალაფეროვნება", მოპოვებული მეორე ადგილისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა დღეს, 15 ნოემბერს,ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნა და "ტოლერანტობის ქომაგი" მედია-საშუალებები, ორგანიზაციები და პიროვნებები დააჯილდოვა.

ღონისძიება სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმარა. დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვლმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა მიმოხილა და ამ კუთხით არსებულ მთავარ პრობლემებზე ისაუბრა.

დღევანდელ ღონისძიებაზე სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა საბჭოებმა "ტოლერანტობის ქომაგი" მედია-საშუალებები გამოვლინეს. რელიგიათა საბჭომ ეს ტიტული წელს "სამხრეთის კარიბჭესა" და "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" მიანიჭა.

დღესვე გამოვლინდნენ კონკურსში "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" გამარჯვებულებიც. აღნიშნულ კონკურსზე წარდგენილი ათი სტატიიდან, ტოლერანტობის ცენტრმა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ჟურნალისტები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.

კონკურსში "ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" პირველი ადგილი რადიო თავისუფლების ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს ერგო სტატიისთვის "ლოცვის უფლება ყველას აქვს". მეორე ადგილის მფლობელი გახდა "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტების მიერ მომზადებული სტატია "რელიგიური ტოლერანტობა და "პატიმარი მინარეთი" . მესამე ადგილი კი გაზეთ "ბათუმელების" ჟურნალისტს, ლელა დუმბაძეს ერგო, სტატიისთვის "თურქეთის და სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში" მიიღო.

კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელი ერგო ათივე სტატიის ავტორს. მათ შორის, "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტს თამუნა უჩიძეს, რომელსაც კონკურსში გაგზავნილი ჰქონდა სტატია "ბაპტისტები მესხეთში, ნათქვამი და რეალობა".

"ტოლერანტობის ქომაგის" წოდება ერგოთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პიროვნებებსაც. რელიგიათა საბჭომ ეს წოდება იურისტს, უფლებადამცველს თამარ გურჩიანს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) და საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას (GDI) მიანიჭა. ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ კი დააჯილდოვა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი - ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს- ნინო ციხისთავს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი“.

ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ტოლერანტობის ქომაგად დაასახელეს
ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“–ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვიქტორინა  ჩაატარა
თამარ გურჩიანი: ტოლერანტობა ისწავლება!
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს