FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2020
ახალციხის მერის მრჩეველმა გელვასი გელაძემ, შპს „მშენებლი 2004“-ის წილი დათმო და გაასხვისა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც გელვასი გელაძის მერიაში დანიშვნის შემდეგ, ექვს წელში ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 15 ტენდერი მოიგო.

ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

გელვასი გელაძე შპს „მშენებლი 2004“-ის 20%-იანი წილის მფლობელი იყო. 2020 წლის 15 თებერვალს მან წილი სრულიად უსასყიდლოდ გაასხვისა უშანგი ყულჯანიშვილზე. გამსხვისებელ-დამთმობი ხელკშეკრეულბა წინაპირობის გარეშე გაფორმდა.

„მშენებელი 2004“ ის კომპანიაა, რომელმას მას შემდეგ, რაც გელვასი გელაძე მერიაში დაინიშნა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 15 ტენდერში გაიმარჯვა და ჯამში 924 866 ლარი მიიღო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით 2019 წლის ოქტომბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გელვასი გელაძე კანონს არღვევდა, რადგან იგი საჯარო მოხელე იყო და პარალელურად კომპანიის წილს მართავდა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მათი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, გელვასი გელაძემ საკუთარი საქმიანობა კანონიერ ჩარჩოში მოაქცია და წილი სრულად დათმო-გაასხვისა.

„ჩვენი კვლევის შემდეგ, რაც სუს–მა დაიწყო გელვასი გელაძის ამბის შესწავლა, გელაძემ გაასხვისა, დათმო თავისი 20% წილი კომპანიაში“, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი, თამუნა უჩიძე.

მისივე თქმით, 2019 წლის ოქტომბრიდან თებერვლამდე პერიოდში, ანუ სანამ გელვასი გელაძე წილს გაასხვისებდა, მისი კომპანია „მშენებლი 2004“ ისევ აქტიურად მონაწილეობდა ახალციხის ტენდერებში.

„საერთო ჯამში, კვლევის გამოქვეყნებიდან წილის დათმობამდე პერიოდში, ახალციხის მერიიდან გელვასი გელაძის კომპანიამ მიიღო 697 575 ლარი. ამ თანხიდან 53 400 ლარზე, ახალციხის მერიამ გელვასი გელაძის კომოპანიას პირდაპირი შესყიდვის წესით სამი ხელშეკრულება გაუფორმა: სოფელ საყუნეთში სკოლის გარეთ სანიტარული კვანძის მოწყობა; მინაძეში სანიაღვრე არხის მოწყობა და ახალციხის მეორე სკოლაში პანდუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები“.

უჩიძე მიიჩნევს, რომ გელვასი გელაძე ე.წ. კორუფციული საქმიანობას აგრძელებდა მას შემდეგაც, რაც ანტიკორუფციულმა სააგენტომ მისი საქმის შესწავლა დაიწყო.

„ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა ხალხისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მივმართეთ ყველა შესაბამის უწყებას ამ ფაქტზე რეაგირებისთვის. რელურად, გელვასი გელაძე იყო შესყიდვებში „ყველაფერი“: შემსყიდველიც, სამუშაოების შემსრულებელიც, სამუშაოების ზედამხედველიც. გამოდის, რომ რაშიც ჩვენ ვხედავდით კორუფციის ნიშნებს, ეს ყველაფერი ისევ გაგრძელდა“, - ამბობს თამუნა უჩიძე.

შპს „მშენებლი 2004“-ის 20-20%-იან წილებს ხუთი პირი იყოფს: ავთანდილ ბალახაშვილი, უშანგი ყულჯანიშვილი, ფრიდონ კაპანაძე, ოთარი თათენაშვილი და მირიან ბალახაშვილი. 2020 წლის თებერვლამდე უშანგი ყულჯანიშვილის ნაცვლად, 20%-იანი წილის მფლობელი გელვასი გელაძე იყო.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო
ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს
ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა
‘ხუთსართულიანებში’ მოსახლეობის ნაწილი სტადიონის მშენებლობით უკმაყოფილოა
ადგილობრივი: ახლადშეცვლილი სახურავიდან წვიმა სახლის კედელს ასველებს
ახალციხის მერიაში ინფრასტრუქტურის სამსახურს წელიწადნახევარია ხელმძღვანელი არ ჰყავს
ახალციხის საკრებულოში მიწის დაკანონების კომისია ორმა წევრმა დატოვა