FM97.5 / LIVE

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2020
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, სასტუმროები და განთავსების ობიექტები მუშაობის განახლების ნებართვას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც ინსპექტირებას გაივლიან და შრომის ინსპექცია შეამოწმებს მათ შესაბამისობას დადგენილ რეგულაციებთან.

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს, ხვალ, 29 მაისს გახდება ცნობილი.

დოკუმენტის საბოლოო დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, სპეციალური პრევენციული ღონისძიებები კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა.


ბიზნესსუბიექტების მოსაზრებების მაქსიმალური გათვალისწინების შედეგად შემუშავდა მოთხოვნები ტურისტული ტრანსპორტისთვისაც. რეგულაციების თანახმად, ტურისტული სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

სარესტორნო ბიზნესის შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალური დისტანციის დაცვას. მაგიდებს შორის დისტანცია 2 მეტრით, ხოლო ერთ მაგიდასთან მსხდომთა მაქსიმალური რაოდენობა 6 ადამიანით განისაზღვრა, სტუმრებს შორის კი სავალდებულო იქნება 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა.

სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს უსაფრთხო დერეფნებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები. აღინიშნა, რომ ამ კუთხით მუშაობა აქტიურ ფაზაშია ისრაელთან, ავსტრიასთან, ჩეხეთთან, უნგრეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მაქსიმალურად უზრუნველყონ ყველა იმ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიების ეფექტური გატარება, რომელიც ორიენტირებულია როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე საერთაშორისო ვიზიტორების ჯანმრთელობის დაცვაზე.

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ტრანსპორტისთვის დაწესებული რეგულაციები საქალაქთაშორისოს გაუთანაბრდება
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ისრაელთან გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი - გახარია
პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ტურისტები - გახარია
დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება
სად არის სავალდებულო პირბადის ტარება - დადგენილება
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა