FM97.5 / LIVE

ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2020
პანდემიის პერიოდში, ახალციხის მერის წარმომადგენლების სოფლებში გადასაადგილებლად, თვითმმართველობამ საწვავი გამოყო. თითოეული მათგანი თვეში 100 ლიტრს იღებს. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც საწვავი მართვის მოწმობის უქონლობის გამო ვერ მიიღეს.

ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს
ფოტო: ახალციხის საკრებულო

ახალციხის მერს სულ 19 წარმომადგენელი ჰყავს, მათგან ოთხი ქალაქ ახალციხეში, ერთი ვალეში, 14 კი, მუნიციპალიტეტის სოფლებში.

თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში წარმომადგენლებისთვის საწვავის ხარჯი გამოიყო, თუმცა რწმუნებულების ნაწილი, რომლებსაც მართვის მოწმობა არ აქვთ, საწვავის გარეშე დარჩნენ. სულ რამდენმა წარმომადგენელმა ვერ მიიღო საწვავი ჩვენთვის უცნობია რადგან, მერიასა და საკრებულოში განსხვავებულ რაოდენობებს ასახელებენ. საკრებულოში ამბობენ, რომ ასეთი ოთხი წარმომადგენელია, მერიაში კი ამბობენ, რომ - ორი.

„პანდემიის დროს, კარანტინის გამო, გადაადგილება ყველას არ შეეძლო, წარმომადგენლების უფლება მივეცით, რომ ესარგებლათ საკუთრებაში არსებული მანქანებით და საწვავი მივეცით. ამან გამოიწვია ის, რომ ოთხ ადამიანს, ვისაც არ ჰყავდა საკუთრებაში მანქანა და შესაბამისად, მართვის მოწმობაც არ ჰქონდა, მათ ვერ მივეცით, ამას იყენებენ მოსახლეობასთან შეხვედრებისთვის“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ განაწილება არასამართლიანია და მერიამ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს: „იმის გამო, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდათ, ოთხი-ხუთი რწმუნებული დარჩა საწვავის გარეშე. ზოგი ქალია და არ აქვს [მართვის მოწმობა] იურიდიულად არ არის შესაძლებელი, რომ მათაც მიიღონ რაღაც? ეს საკითხი უნდა გასწორდეს, თუ საწავავს ვერ ვაძლევთ, მაშინ ხელფასი დაემატოთ. კვირის ბოლომდე იყოს ამაზე პასუხი“, - განაცხადა 27 მაისის საკრებულოს სხოდმაზე დეპუტატმა ამბარცუმ ბაბოიანმა.

მის აზრს ეთანხმება დეპუტატი ზოია ბალიაშვილიც: „რა მნიშვნელობა აქვს იმას, მოწმობა აქვს თუ არა, რწმუნებული ხომ არის?! მე მაქვს ბენზინი, ჩაგისხამ შენ და გავაკეთებ ჩემს საქმეს. როცა არც ბენზინი მაქვს, არც მანქანა მყავს, რა გავაკეთო, სად წავიდე? არასწორია, მე ასე ვფიქრობ. დადგეს საკითხი მერიაში და მოგვახსენონ მერე რატომაა ასე და რატომ არ არის ისე“, - განაცხადა ბალიაშვილმა.

ახალციხის მერიაში ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მერის წარმომადგენლების ნაწილს მათთვის განსაზღვრული საწვავი არ მიუღიათ: „გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ გარკვეული კატეგორია, რომლებსაც არ ჰქონდათ მართვის მოწმობა, მათთვის საწვავი გადაცემული არ არის“, - განმარტა საკრებულოს სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, ბაია იველაშვილმა.

რომელმა წარმომადგენლებმა ვერ მიიღეს საწვავი და რა მიზეზით, ახალციხის მერიაში ვერ აკონკრეტებენ. მათი თქმით, ვინც დოკუმენტაციას სრულყოფილად წარმოადგენს, საწვავს მიიღებს, თუმცა კონკრეტულად რას მოიცავს „სრულყოფილი“ დოკუმენტაცია, უცნობია:

„იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლების მხრიდან დოკუმენტაციის სრულყოფილი სახით წარმოდგენა მოხდება, მერია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ მერიაში.

ასეთივე პრობლემაა ახალციხის საკრებულოშიც, სადაც სულ 33 დეპუტატია, მათგან 16 თანამდებობის პირი (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე) და 17 თანამდებობის გარეშე. საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებიც თანამდებობის პირები არიან, თვითმმართველობიდან ყოველთვიურად 150-200 ლიტრის ოდენობით საწვავს იღებენ. თუმცა საწვავის გარეშე აქაც ორი დეპუტატია დარჩენილი: ბონდო ტალახაძე და თამარ გოგოლაძე.

„ჩვენ იმის საშუალებაც მივეცით დეპუტატებს, რომ ხელშეკრულება გაეფორმებინათ ნებისმიერთან და თუ წარმოადგენდა ამ დამადასტურებელ საბუთს, საწვავსაც მიიღებენ. არავის ჰქონია ეს შეზღუდვა. გაწერილია თვეში 150 და 200 ლიტრი, რა საწვავს მოიხმარ მანქანაზე, იმის მიხედვით არის ლიმიტირებული საწვავი. ბონდო ტალახაძეს მართვის მოწმობა აქვს, მაგრამ არ ჰყავს საკუთრებაში მანქანა. თუ სურვილი ექნებოდა ზეპირ გარიგებას გააფორმებდა ვინმესთან და მოემსახურებოდა ის“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე.

ამ საკითხზე საკრებულოში ხმაური 2019 წლის ოქტომბერშიც იყო.

თანამდებობის პირ საკრებულოს წევრებზე საწვავი 2019 წლის ივლისში გაიწერა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მეტის მომატება არ შეგეძლოთ?’- დეპუტატები უფლებამოსილების ხარჯის გაზრდაზე
‘ახალციხის მერი უნდობლობას იწვევს’ - დეპუტატმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა
ახალციხის საკრებულოს დეპუტატების ყოველთვიური ხარჯი 500 ლარამდე გაიზარდა
ასპინძის თვითმმართველობაში ხელფასების მატება მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხებიათ
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციამ 2 წელში 106 099 ლარის საწვავი დახარჯა
ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობის დატოვებას აპირებდა [Video]