FM97.5 / LIVE

‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.05.2020
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის განმარტებით, ტყის ახალი კოდექსის თანახმად, პირველ რიგში, 20 ჰექტარს საფარის მონასტერთან დაირეგისტრირებენ. მისი თქმით, ტყის მოსავლელად საპატრიარქო სასულიერო პირებს გადაამზადებს.

‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე

„კარგია რომ ამ კანონით საპატრიარქოს აქვს უფლება ტყე საკუთრებაში იქონიოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად მონასტრები, რომლებიც ტყეში არიან განლაგებული, ისედაც ტყეს იცავენ. პირველ რიგში იქნება საფარის ტყე, იმიტომ რომ ეს ტყე ისედაც მიჩენის წესით გვაქვს გადმოცემული და უკვე რამდენიმე წელიწდია ამ ტყეზე ჩვენ ვზრუნავთ. 1989 წლიდან საფარაში ვარ და რაც მე მახსოვს სულ დავდივართ იმისთვის, რომ ტყე დავალაგოთ და დავასუფთაოთ და არ მივცეთ საშუალება უკანონო ჭრებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ.

მეუფის განცხადებით, ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების უმეტესობა ტყეშია, თუმცა მხოლოდ იმდენ ჰექტარს დაირეგისტრირებენ, რამდენის მოვლასაც შეძლებენ.

„რა თქმა უნდა ამას სერიოზული დაცვა სჭირდება, მარტო დასუფთავება არაა, ტყეს ცოდნა სჭირდება და საპატრიარქომ განაცხადა რომ სპეციალური კოლეჯი გაკეთდება, სადაც სატყეო საქმიანობას შეისწავლიან და ჩვენ გავაგზავნით ადამიანებს, ბერებს ან მორჩილებს ან მომსახურე ადამიანებს, რომლებიც კარგად შეისწავლიან ამ საქმიანობას, რათა პროფესიონლურად მოუარონ იმ ტყეს რომელიც გადმოგვეცემა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ტყის ახალი კოდექსის თანახმად, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება აქვს მის ირგვლივ მდებარე 20 ჰექტარი ტყის ფართობი საკუთრებაში დაირეგისტრიროს.

ასევე ამ თემაზე:

‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘მერაბიშვილი რომ შს მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? აბა, ჩადით ბორჯომში’ – ეპისკოპოსი იაკობი
საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა
გამოკითხვა: როგორ აფასებენ ტყეში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის 20 ჰა ფართობის გადაცემას [ვიდეო]
‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე
‘დავალებას გვაძლევენ, ვიყოთ ტყის მცველები’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი
საპატრიარქო  ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს
საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა