FM97.5 / LIVE

'დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.05.2020
გიორგი გახარიამ ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, ლევან გოგიჩაიშვილის დასმულ კითხვას უპასუხა. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ამის გასარკვევად, დეპუტატმა "თუ მართლა კატასტროფა არ ხდება", ანტიკორუფციულ სამსახურს უნდა მიმართოს.

'დავავალებ და ვიკითხავ რა ხდება ახალციხეში’ – პრემიერი ახალციხის მერზე

„ამ ქვეყანაში არსებობს ანტიკორუფციული სამსახური. შესაბამისი პროკურატურა. ადამიანმა ის შრომა მაინც ხო უნდა გაწიოს, რომ სადღაც მივიდეს განცხადება დაწეროს და ჩვენება მისცეს. ხომ არ შეიძლება ყველაფრის სხვისგან მოლოდინი იყოს. თუ მართლა კატასტროფა არ ხდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, იგი დაინტერესდება და გაარკვევს რა ხდება ახალციხეში.

"თუ მართლა ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ახალციხეში, შესაბამისად ადამიანები უნდა მივიდნენ შესაბამის ორგანოებში. დამოუკიდებელი პროკურატურაა აბსოლუტურად. არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები. ერთ ორ ნაბიჯს რომ გადადგამენ, ნებას იბოძებენ და რაღაცას გააკეთებენ და რომ არაფერი არ გამოვა, მერე რომ მოვლენ, უფრო ლეგიტიმური იქნება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს, 27 მაისს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს, კითხვა ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ოჯახის წევრების მიერ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით დაუსვა. “ქართული ოცნების” დეპუტატს აინტერესებდა, რა პასუხს გასცემდა მთავრობის მეთაური ახალციხის მოსახლეობას, რომელიც ზაზა მელიქიძემ "გაყვლიფა".



ახალციხის მერის და მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორი კვლევა გამოაქვეყნა. თავდაპირველად საქმე ეხებოდა მერის კუთვნილი კომპანიების მიერ ტენდერების მოგებას, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და ჯერაც არ დასრულებულა. გამჭვირვალობის შემდეგ კვლევაში საუბარი იყო ახალციხის მერის ძმისა და რძლის კომპანიებზე, როლებიც სხვადასხვა საბიუჯეტო უწყების ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ზაზა მელიქიძე ახალციხის მერი გახდა. ორგანიზაციის ცნობით ჯამში ზაზა მელიქიძისა და მის ოჯახთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ამ გზით მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

უკანასკნელი კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მელიქიძის ძმისა და რძლის კომპანიების მოგებული ტენდერების საკითხის შესწავლაც დაიწყო.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ –  გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]
სუს–მა ახალციხის მერის მრჩეველის კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების საქმის შესწავლა დაიწყო
რუსთავი 2: ანტიკორუფციულმა ახალციხის მერის საქმეზე ძიება დაიწყო
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
‘ახალციხის მერის ამბავი მოვიკითხე’ – გიორგი გახარია
‘წლებია ვითხოვ აუდიტის შესვლას’ – ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მერიის ტენდერებზე