FM97.5 / LIVE

ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს

მთავარისაზოგადოება 15.11.2013
ახალციხეში ტოლერანტობის დღესა და მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ახალციხეში 1944 წლის ნოემბერი გაიხსენეს
მაჰმადიან მესხთა 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ასოციაცია „ტოლერანტის“ ორგანიზებით მოეწყო. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და კლუბის წევრები, ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაჰმადიანი მესხები ესწრებოდნენ.

„ჩვენ, როგორც არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციას არ გვქონდა მორალური უფლება, რომ დღევანდელი დღე არ აღგვენიშნა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ის ანტიჰუმანური აქტი, რომელიც 1944 წელს მოხდა. როცა ადამიანი კარგავს სამშობლოს, ენას და იდენტობას, ამაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დეპორტირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, თვითრეპატრიაციის პრევენცია“, ფარგლებში გადაღებული ფილმის „სამშობლო, რომელიც შორია“ ჩვენებით დაიწყო. ფილმის ჩვენების შემდეგ კი დისკუსია გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მაჰმადიანი მესხების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ფოტო გამოფენაც დაეთვალიერებინათ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მუსლიმ მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ახალციხეში ტოლერანტობისა და მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 69-ე წლისთავს აღნიშნავენ
”სამშობლო, რომელიც შორია”
‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს
‘შშმ პირების უფლებების დაცვა’ – დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში [Video]
მარხვა სოლიდარობის ნიშნად