FM97.5 / LIVE

‘ამბობენ, რომ მერის ბრძანება შევასრულეთ, მაგრამ ეგრე არ არის’ - დეპუტატი ფრაქციის დატოვებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.05.2020
ახალციხის საკრებულომ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ დაშლის საკითხი ცნობად მიიღო. ორმა წევრმა ფრაქცია ერთდროულად, ერთ დღეს დატოვა, მიზეზი - უცნობია. დეპუტატები ამბობენ, რომ „ასე იყო საჭირო“. ფრაქციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე კი მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა „მერის ბრძანება შეასრულეს“.

‘ამბობენ, რომ მერის ბრძანება შევასრულეთ, მაგრამ ეგრე არ არის’ - დეპუტატი ფრაქციის დატოვებაზე

ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ გაუქმების შესახებ, ინფორმაცია დეპუტატება ცნობად დღეს, 27 მაისს მიიღეს.

ფრაქციაში სულ სამი წევრი იყო: არჩილ უჩიძე, მკრტიჩ გინოსიანი და თამარ გოგოლაძე. შექმნიდან დაახლოებით სამი წლის შემდეგ, მოულოდნელად, ორმა დეპუტატმა ერთობლივად განაცხადა უარი ფრაქციაში ყოფნაზე, შესაბამისად „ქართული ოცნება მწვანეები“ დაიშალა.

რა მიზეზით დატოვეს ფრაქცია, დეპუტატები არ აკონკრეტებენ. მკრტიჩ გინოსიანი მედიასთან ადასტურებს, რომ საკრებულოს ორივე წევრი შეთანხმდა ფრაქციის დატოვებაზე: „ეგ კანონდარღვევა არ არის, ჩემი ნებაა. ლაპარაკობენ, რომ ეს მერის ბრძანებაა, მაგრამ ეგრეთი რაღაცა საერთოდ არ არსებობს, ვინც ასე ლაპარაკობს, თავი შეიკავონ“, - ამბობს გინოსიანი.

კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა ფრაქცია, ამბობს, რომ მისი ფრაქციაში შესვლაც და იქიდან გამოსვლაც, საჭირო იყო: „წინასწარ ეგრე იყო საჭირო, ახლაც ეგრეა“.

თამარ გოგოლაძე, რომელიც თანაფრაქციელებმა მარტო დატოვეს, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დეპუტატებს დამოუკიდებლად არ მიუღიათ და მათ ის გააკეთეს, რა დავალებაც მერიიდან მიიღეს. ამის მიზეზად იგი მერიის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ასახელებს:

„ეს არ იყო მათი მოფიქრებული, რაც უთხრეს ის გააკეთეს და მოვისმინე, რომ დაადასტურეს. სხდომებზე მე კრიტიკულად ვუდგები მერიიდან შემოტანილ საკითხებს, ტენდერებს, თანხების ბუნდოვანებას და ა.შ. და ბუნებრივია ეს არ მოეწონათ“, - აცხადებს გოგოლაძე.

მისივე თქმით, მერიის მიზანია, რომ იგი რიგი საკითხების განხილვას ჩამოაშოროს: „ფრაქციის თავმჯდომარე არის ასევე ბიუროს წევრი, სადაც უფრო წვრილად გადის საკითხები, ამიტომ მე რომ რაღაცებში ნაკლები შეხება მქონდეს, ასე გააკეთეს. და მეორეც, ეს არის ხელფასის საკითხი. ბიუროს წევრი აღარ ვიქნები, მაგრამ ვარ საფინანსო კომისიის წევრი და ვარ სოციალურ კულტურული კომისიის წევრი“.

საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, რომ დეპუტატებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს. მან 22 მაისს „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ეს დეპუტატები ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებოდნენ: „მათი გადასაწყვეტი იყო და ალბათ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერ-ჯერობით არ დაუფიქსირებიათ პოზიცია, ალბათ შეუერთდებიან სხვა ფრაქციას და ფრაქციის თავმჯდომარის სახელზე დაიწერება შესაბამისი განცხადება“, - ამბობს ნოზაძე.

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ ახალციხის საკრებულოში 2017 წლის დეკემბერში შეიქმნა.

არჩილ უჩიძემ და მკრტიჩ გინოსიანმა ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებები 22 მაისს დაწერეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რატომ დაიშალა ახალციხის საკრებულოში ფრაქცია, ‘ქართული ოცნება-მწვანეები’
შალვა გოგოლაძემ ფრაქცია 'ქართული ოცნება რესპუბლიკელები' დატოვა
კახა ბერიძემ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა
ახალციხეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ფრაქცია დატოვეს
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია 'ერთობა' შეიქმნა
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება