FM97.5 / LIVE

‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ – გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.05.2020
დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლის დროს, კითხვა ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის ოჯახის წევრების მიერ მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით დაუსვა. “ქართული ოცნების” დეპუტატს აინტერესებს, რა პასუხს გასცემს მთავრობის მეთაური ახალციხის მოსახლეობას და როდის დადგება „მექრთამე, კორუმპირებული მერების პასუხისმგებლობის საკითხი".

‘რას ეტყვით ახალციხელებს, რომლებიც მისმა მერმა ‘გაყვლიფა’ –  გოგიჩაიშვილი პრემიერს [ვიდეო]

„რას ეტყვით ახალციხის მოსახლეობას, რომელიც გაყვლიფა პირდაპირი მნიშვნელობით მისმა მერმა, ზაზა მელიქიძემ. რომლის ოჯახის წევრები პირდაპირი მნიშვნელობით იგებენ ტენდერებს ახალციხეში და როდის დადგება აი ამ ადამიანების პასუხისმგებლობა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში. მექრთამე კორუმპირებული მერების, ჩინოვნიკების თუ სხვადასხვა ადამიანების?’ – ჰკითხა ლევან გოგიჩაიშვილმა მთავრობის მეთაურს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს, ახლა პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული, მთავრობის მეთაური დეპუტატებს რიგის მიხედვით უპასუხებს.



"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის ნოემბრის ჩათვლით ზაზა მელიქიძის ძმის, თამაზ მელიქიძის სამშენებლო კომპანიამ, შპს „ნუკიამ” ახალციხის მუნიციპალიტეტის 25 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და მათგან ცხრა მოიგო, რისთვისაც ჯამში 246 920 ლარი დაერიცხა. „ნუკიამ” მანამდეც მიიღო მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ ტენდერში, ვიდრე ზაზა მელიქიძე არჩევნებს მოიგებდა, და მხოლოდ ერთში გაიმარჯვა 3 700 ლარით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გარდა, „ნუკიას” მთავარი შემსყიდველები ასპინძის მერია და სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლები არიან. 2011 წლიდან დღემდე კომპანიამ სულ 37 ტენდერი მოიგო, რისთვისაც ჯამში 1 045 922 ლარი მიიღო.

ზაზა მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მისი მეორე ძმის თენგიზ მელიქიძის მეუღლე, ნანა მაისურაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ-ების ტენდერებს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით უკონკურენტოდ იგებს და აღნიშნულ ორგანიზაციებს პურ-ფუნთუშეულით ამარაგებს.

მელიქიძის არჩევამდე, ნანა მაისურაძეს მონაწილეობა არცერთ სახელმწიფო შესყიდვაში არ მიუღია. 2014 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა და ააიპ „სათნოების სახლის” 11 ტენდერიდან 8-ში გაიმარჯვა, მათ შორის 6-ში (NAT180020155; NAT180003683; SPA160030025; SPA140030025; SPA140029750; NAT190025475;) ერთადერთი პრეტენდეტი იყო და ჯამში 318 408 ლარი დაერიცხა.

ნანა მაისურაძემ მხოლოდ ორი გამარტივებული შესყიდვა მიიღო: ერთი - 252 ლარზე „სათნოების სახლმა” გააფორმა მასთან, მეორე კი - 130 ლარზე ზაზა მელიქიძემ რძალს პირადად გაუფორმა. ნანა მაისურაძეს ამ თანხით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილებისა და მზრუნველობამოკლებული პირებისთვის ნამცხვრები უნდა შეეძინა.

ჯამში, მელიქიძის გამგებლად არჩევის შემდეგ, მის რძალს ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მისი ააიპ-ების 10 სახელმწიფო შესყიდვიდან 318 790 ლარი დაერიცხა.


[რობი ზარიძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ
ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა
ახალციხის მერის მრჩევლის კომპანია  ტენდერებს იგებს
ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
7 მიწის ნაკვეთი და 7 სახლი – რა ქონებას ფლობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო