FM97.5 / LIVE

29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.05.2020
პემიერ-მინისტრის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა ორ ეტაპად მოხდება. კონკრეტული მუნიციპალიტეტის შიგნით გადაადგილება 29 მაისიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო, ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში, საქალაქთაშორისო მგზავრობის აღდგენა 8 ივნისიდან დაიწყება.

29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

„რვა ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ასევე გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა და [აღდგება] საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ერთი კვირით ადრე დაიწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ 29 მაისიდან მგზავრებს შეეძლებათ ერთი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილდნენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნის საფუძველია ის, რომ ინფექციის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით კი ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი მცირეა.

„აჩქარების საშუალებას გვაძლევს გარდა ჩამოთვლილი გარემოებებისა, რომ კონტროლს ექვემდებარება ინფექციის გავრცელება, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების მასშტაბი არის ძალზედ მცირე და რისკები შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, რომ ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი შემსუბუქებების დაწესების თაობაზე,“ - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქთშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 23 მარტიდან შეჩერდა.

ქვეყანაში COVID-19–ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. 27 მაისის მონაცემებით, 735 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

[sknews.ge]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

08.08.2020 რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება
პირველი ივნისიდან  მაღაზიები და რესტორნები იხსნება
8 ივნისიდან  სასტუმროები მუშაობას განაახლებენ
სომხეთში კორონავირუსით 11 ადამიანია გარდაცვლილი
გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება
სომხეთში კოვიდინფიცირების 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
24 მარტიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება