FM97.5 / LIVE

‘პლაქვენილი ამოღებულია პროტოკოლიდან’ - მაკა სოლოღაშვილი

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.05.2020
პლაქვენილი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებდნენ, ჯანმოს მითითების შესაბამისად, პროტოკოლიდან ამოიღეს - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

‘პლაქვენილი ამოღებულია პროტოკოლიდან’ - მაკა სოლოღაშვილი

სოლოღაშვილის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიკამენტ პლაქვენილს ისედაც არ გამოიყენებდნენ, რადგან პაციენტრების მდგომარეობა მძიმე არ იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზიიცის მითითების შესაბამისად კი, იგი პროტოკოლიდან ამოღებულია და ამ მედიკამენტით მკურნალობა აღარ მიმდინარეობს: „აღარ ვიყენებთ უკვე პლაქვენილს, ისედაც მას ვიყენებდით ექიმის გადაწყვეტილებით, ინდივიდუალურად განიხილებოდა თითოეული პაციენტის მდგომარეობა. ბოლო პერიოდში, პაციენტების მდგომარეობა იმდენად მსუბუქი იყო, რომ არც მოითხოვდა საჭიროებას და არც გამოგვიყენებია პლაქვენილი. ჯანმოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და მთავარია, ვეყრდნობით მის გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ ჩვენი კლინიკის რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ მიიღო გადაწყვეტილებები“.

კითხვაზე, იწვევდა თუ არა მედიკამენტის გამოყენება გართულებებს პაციენტებში, სოლოღაშვილი განმარტავს: „ჩვენი კლინიკის მაგალითზე არ გვქონია რაიმე გართულება, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერიოდში პერსპექტივაში, არც გულს-სისხლძარღვთა სისტემის კუთხით არ დაფიქსირებულა გართულებები. ზოგჯერ შერჩევითად შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება პლაქვენილიან პაციენტებში, თუმცა ცოტაა ეს სტატისტიკისთვის, დასკვნა რომ გავაკეთოთ, ამიტომ საბოლოო მოცემულობას, შეისწავლის ჩვენი სამეცნიერო კლინიკური გუნდი და დადებს დასკვნას“.

ამ ეტაპზე, ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ პალატაში 39 პაციენტი მკურნალობს, მათგან 32 კოვიდინფიცირებულია, ერთი - გამოჯანმრთელებული, ახალი პაციენტი არ ჰყავთ.

არსებული თანმხლები დაავადებების გამო, შედარებით საყურადღებოა ორი პაციენტის მდგომარეობა - „4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას და ველოდებით 3 ბავშვის გამოჯანმრთელებას“.

[თაკო ფეიქირშვილი]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი ახალი ინფიცირებული ბავშვია
ბოჭორიშვილის კლინიკაში ექვსი ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 12 არასრულწლოვანი მკურნალობს
COVID-19: ბოჭორიშვილის კლინიკაში 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
‘ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტის გამო, 3 თანამშრომელი დაინფიცირდა’ - სოლოღაშვილი
'COVID 19–ით ინფიცირებული 5 მცირეწლოვანი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა' – ინფექციონისტი