FM97.5 / LIVE

საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.05.2020
საპატრიარქომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოთხი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, ტყის ახალი კოდექსის დამტკიცებამდე მოითხოვა. ტერიტორიის საერთო ფართობი სამ ჰექტარზე მეტია.

საპატრიარქო  ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

ბორჯომში, სოფელ მიტარბში 12 921 კვ.მ ტერიტორიის დაკანონებისთვის, რომელიც მთლიანად ტყითაა დაფარული, საპატრიარქომ საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა. პირველ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან საპატრიარქოს არასრულად ჰქონდა წარდგენილი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები. მეორე განცხადებით საპატრიარქომ საჯარო რეესტრს 2020 წლის 21 თებერვალს მიმართა, რასაც უწყება ამ დრომდე იხილავს.

საპატრიარქო  ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

კიდევ ერთი ტერიტორია, რომელიც სახელმწიფო ტყის მასივშია მოქცეული და საპატრიარქო რეგისტრაციას ითხოვს, ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან მდებარეობს. ამ შემთხვევაში საპატრიარქო უკვე არსებული 11 116 კვ. მ ტერიტორიის, 13 115 კვ.მ–დე გაფართოებას ითხოვს.

საპატრიარქო  ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

ეკლესია მიწის დარეგისტრირებას ითხოვს დაბა ბაკურიანშიც, აღნიშნული ტერიტორია რეესტრის მიხედვით, რეკრეაციული ზონის მიმდებარედაა. 2 525 კვ. მეტრის დაკანონებისთვის განცხადება პირველად საპატრიარქომ იანვარში შეიტანა, რაზეც რეესტრმა არასრული დოკუმენტების წარდგენის გამო, სარეგისტრაციო წარმოება შეწყვიტა. მეორედ ეკლესიამ რეესტრს 21 თებერვალს მიმართა, იმავე ფართობის დაკანონების მოთხოვნით.

საპატრიარქო  ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

კანონით, მიწის რეგისტრაციისას განმცხადებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად, საჯარო რეესტრს უნდა წარედგინოს ნახაზები და იდენტობის დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც მუნიციპალიტეტი გასცემს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საპატრიარქოს მიერ მოთხოვნილ მიწებთან დაკავშირებით ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან მუნიციპალიტეტს ჯერ არ დაუდგენია, ვისი მოვალეობაა მიწების იდენტურობის დადგენის საკითხი.

„სოფლის რწმუნებულებს აღარ აქვთ უფლება-მოვალეობა დაადასტურონ მიწების იდენტურობა, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა არაფერი ხდება. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მსჯელობა, ვინ იქნება პასუხისმგებელი და ვის დაევალება მიწების იდენტურობის დადგენა. ამიტომ საპატრიარქოსთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა არანაირი განხილვა“ - გვითხრა ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ახალი კანონის მიღების შემდეგ, რომელიც საპატრიარქოს 20 ჰექტრამდე ტყის დაკანონების უფლებას აძლევს, შეიძლება წარდგენილი განცხადებები რეგისტრაციის შესახებ უკან გაიხმონ და პროცედურა ხელახლა დაიწყოს.

„ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ახლებურად იქნება ეს ყველაფერი შეფასებული და განსაზღვრული. რთულია ახლა თქმა, როგორი წესით მოხდება განხილვა. შეიძლება შეიცვალოს ფორმა, ახლა ამის პროგნოზირება რთულია. ზედმეტად ბევრი ნიუანსია და დიდი ნაწილი ამ ყველაფრის თავად ეპარქიების გადასაწყვეტია. კონკრეტულად ბორჯომის მიწებთან დაკავშირებით, ჯობია რომ ბორჯომის ეპარქიას დაუკავშირდეთ“, - გვითხრა ანდრია ჯაღმაიძემ.

„სამხრეთის კარიბჭემ“ სცადა ბორჯომის ეპარქიასთან დაკავშირება, თუმცა ეპისკოპოსმა ლაზარემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს ტყის კერძო საკუთრებაში დარეგისტრირება შეუძლიათ, საქართველოს პარლამენტმა მხარი 22 მაისს დაუჭირა. ახალი ‘ტყის კოდექსით’ საპატრიარქოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტრამდე ტყე შეუძლიათ დაიკანონონ.

ამავე თემაზე: ‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე

რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქოს ეკლესიები 20 ჰექტარ ტყეს დაირეგისტრირებენ - კოდექსი დამტკიცდა
რამდენ ჰექტარს ფლობს საპატრიარქო სამცხე-ჯავახეთში
‘წინასაარჩევნო რევერანსია’ - NGO-ები საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე
‘პირველ რიგში იქნება საფარის ტყე’- მიტროპოლიტი თეოდორე ეკლესიებისთვის ტყის გადაცემაზე
საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა
სადავო მიწების საქმე საპატრიარქოს სასარგებლოდ გადაწყდა
სააპელაციოში დერცელი-კიკიბოს სადავო მიწების საქმის განხილვა გადაიდო