FM97.5 / LIVE

არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ-ნახევარი დაიხარჯება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2020
სოფელ არლიდან წარბასთუმნამდე დაახლოებით სამ კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. იგი ორ ეტაპად განხორციელდება და მილიონ-ნახევარი დაიხარჯება.

არალი-წარბასთუმნის გზის რეაბილიტაციისთვის მილიონ-ნახევარი დაიხარჯება

ადიგენში, სოფელ არლიდან წარბასთუმანში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 26 მარტს, 1 478 270 ლარზე გამოცხადდა. თანხის 96% სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 4% კი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ტენდერში შპს „არალმა“ გაიმარჯვა. მასtან ხელშეკრულება 15 მაისს გაფორმდა.

პროექტი დაყოფილია ორ მონაკვეთად:

N1 მონაკვეთი: მოიცავს 2 კილომეტრსა და 194 მეტრს - „აღნიშნული მონაკვეთის გრძივი პროფილი დარჩა უცვლელი, რადგან დასახლებულ პუნქტში გრძივის აწევით შეიზღუდებოდა მოსახლეობა, გადაეკეტებოდა ეზოში შესასვლელები.

განივი პროფილი მისი სიგანიდან გამომდინარე დაპროექტდა ცალმხრივად, რათა გზაზე მოსული წყლის არიდება მომხდარიყო ერთი რიგი რკინა-ბეტონის კიუვეტის გამოყენებით. კიუვეტები დაიხურა მყარი ლითონის ცხაურებით ნაწილობრივ. პროექტის შედგენის დროს მაქსიმალურად იქნა გამოყენებული გზის სიგანე, თუმცაღა უმეტეს შემთხვევებში ვერ აღწევს ნორმით გათვალისწინებულს“, - წერია სატენდერო დოკუმენტში.

N2 მონაკვეთი, მოიცავს 627 მეტრს - „ აღნიშნული მონაკვეთის არსებული გრძივი ქანობი ფაქტიურად შენარჩუნდა, რადგან ამ ტერიტორიაზე მდებარეობს სამოსახლკარო ნაკვეთები“.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გზაზე ბეტონის საფარი მოეწყობა. უფრო კონკრეტულად:

- ქვესაგები ფენა - ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით სისქით 20 სმ.
- საფუძველი - ქვიშა–ხრეშოვანი ნარევი სისქით 20 სმ.
- საფარი – არმირებული ცემენტობეტონის სისქით 20 სმ.

ტენდერში გათვალისწინებულია, რომ უნდა მოეწყოს ეზოში შესასვლელები, მიერთებები, საგზაო ნიშნები.
სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულდეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის  10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ადიგენში სოფლების დამაკავშირებელი გზებს რეაბლიტაცია ჩაუტარდება
ახალციხის სოფლებში გზების რეაბილიტაცია იწყება
ნინოწმინდა–ახალციხის გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთი შენდება
აგარის მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება [R]
აგარების მონასტერამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო