FM97.5 / LIVE

ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.05.2020
ახალციხის მერმა საკუთარი ორი კომპანიის წილი სამართავად ცოლის და–ძმას გადასცა. მათგან ერთი, შპს „მელიზა“, რომელიც მისი გამგებლობისა და მერობის პერიოდში ტენდერებს იგებდა, სამართავად ცოლის ძმას ხვიჩა ალავიძეს გადასცა. მეორე - შპს „ლეგი“,( რესტორანი „ალავერდი“ ) - ცოლის დას. მელიქიძე აქამდე კორუფციის შესახებ კანონს არღვევდა, წილების მართვის გადაცემით კი, მან თავისი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში მოაქცია.

ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერების მიხედვით, შპს „მელიზას“ 100%-იანი წილის მფლობელი ისევ ზაზა მელიქიძეა, მმართველი მისი ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე. ასევე ზაზა მელიქიძეა შპს „ლეგის“ 100%-იანი წილის მფლობელი, ამ წილის მმართველი კი მისი ცოლის და - თეონა ალავიძე.

შპს „მელიზა“ ის კომპანიაა, რომელმაც 2014-2019 წლებში, ანუ მას შემდეგ, რაც მელიქიძე ჯერ გამგებელი და შემდეგ მერი გახდა, ჯამში 9 ტენდერი მოიგო და მისმა შემოსავალმა 297 276 ლარი შეადგინა.

შპს „ლეგი“ კი ახალციხეში, საფარის ქუჩის N3-ში მდებარეობს და აქ რესტორანი „ალავერდია“ გახსნილი.

ამ ორი კომპანიის წილების მართვის მისაღებად, ხვიჩა ალავიძემ და თეონა ალავიძემ საჯარო რეესტრს 2020 წლის 19 თებერვალს მიმართეს.

თებერვლამდე ამ კომპანიების მესაკუთრეც და 100%-იანი წილის მმართველიც თავად ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე იყო. სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენდა კანონთან შეუთავსებლობას. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, „საჯარო მოსამსახურე ვალდებულია მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გასვლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

მელიქიძის საკუთრებაში არსებული კომპანიების არაკანონიერი საქმიანობის შესახებ 2019 წლის ივლისში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერი კანონს არღვევდა: „კანონმდებლობით, მერს წილები სამართავად სხვისთვის უნდა გადაეცა, თუმცა კომპანიებს მხოლოდ დირექტორები შეუცვალა, მან ამ პოზიციებზე ცოლის და-ძმა დანიშნა: „მელიზას“ დირექტორობა ისევ ხვიჩა ალავიძეს ჩააბარა, „ლეგის“ დირექტორად კი თეონა ალავიძე გააფორმა“, - წერია კვლევაში.

იმ პერიოდში, ზაზა მელიქიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ამ კომპანიების წილებს არ ფლობდა: „ეს არ არის სწორი ინფორმაცია, აბსოლუტურად ყველა წილი გასხვისებულია და იქ ჩემი კომპანიები არ არის. მმართველობაში გადაცემულია ეს კომპანიები“.

როგორც აღმოჩნდა, მერმა ამ განცხადებიდან ზუსტად ოთხი თვის შემდეგ კომპანიების წილები სამართავად ამავე კომპანიების დირექტორებს გადასცა:

„როცა ჩვენ პირველი კვლევა დავდეთ, ზაზა მელიქიძეზე ვამბობდით, რომ იგი არღვევდა კანონს, იმიტომ, რომ ის თანამდებობაზე ყოფნის პარალელურად, იყო ამ კომპანიების 100%-იანი წილის მფლობელი და მმართველი. მას კომპანიების წილი სამართავად უნდა გადაეცა სხვისთვის. მაშინ მელიქიძე ამაში არ გვეთანხმებოდა, ფაქტია, რომ დაგვეთანხმა ამაში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კანონთან შესაბამისობაში მოიყვანა“, - ამბობს TI-ს რეგიონული კოორდინატორი, თამუნა უჩიძე.

მისივე თქმით, იმავე პერიოდში მთავარ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ შპს „მელიზა“, მუნიციპალიტეტის ტენდერებს იგებდა, იმ პერიოდში, როცა მელიქიძე მუნიციპალიტეტის ჯერ გამგებელი და შემდეგ მერი იყო.

შპს „მელიზას“ 100%-იან წილის მფლობელი ზაზა მელიქიძეა, დირექტორი - ცოლის ძმა ხვიჩა ალავიძე, ოფისის მენეჯერი მელიქიძის მეუღლე.
გარდა ამისა: „შპს „მელიზაში“ დასაქმებულია ზაზა მელიქიძის მოადგილის, ალექსანდრე ზედგინიძის ძმა. ჯერ იყო დირექტორის მოადგილე კომერციულ დარგში და ახლა არის საქმის მწარმოებელი. რეალურად გამოდის, რომ „მელიზა“ არის ახალციხის მერის ოჯახის წევრებით დასაქმებული კომპანია, რომელიც იგებდა ჯერ გამგეობის ახლა კი მერიის შპს–ების ტენდერებს“, - აცხადებს უჩიძე.

მისივე თქმით, შპს „მელიზა“ "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვებში საერთოდ აღარ ფიქსირდება. მას 2019 წლის დეკემბერში ახალციხის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი ტენდერი აქვს მოგებული, საიდანაც ჯამში 12 450 ლარი მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებზე, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ახალციხის მერი კი ამ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებს.

TI-ს კიდევ ერთ კვლევაში, რომელიც ზაზა მელიქიძის საქმიანობის შესახებ დაიდო, ნათქვამია, რომ მერი მისი გამგებლობისა და მერობის პერიოდში
ახალციხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს არა მხოლოდ მისი, ასევე მისი ძმის და რძლის კომპანებიც იგებენ.

„ჯამში ზაზა მელიქიძის საკუთარი, ზაზა მელიქიძის ცოლის ძმის და ზაზა მელიქიძის ძმების კომპანიებმა უშუალოდ ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მიიღეს 1 090 612 ლარი“.

უჩიძეს სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს: „პირადად მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ გამოძიება იქნება სამართლიანი, იმიტომ,რომ არჩევნები მოდის და შეიძლება ხმაური არ აწყობდეთ. თან ზაზა მელიქიძე არის ადამიანი, რომელზეც რეგიონში ფაქტობრივად დგას „ქართული ოცნება“. ორ არჩევნებზე იყო ჯერ გამგებელი და ახლა მერი“.

ზაზა მელიქიძემ კომპანიების წილები სამართავად ცოლის ნათესავებს გადასცა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო ტენდერები – 'გამჭვირვალობის' კვლევა
‘იქ ჩემი კომპანიები არ არის’ - ტენდერების საქმეზე ახალციხის მერი დაიკითხა
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
ახალციხის მერთან დაკავშირებული ტენდერების საქმეზე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო
სუს–მა ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის და ახალციხის მერის ძმების კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების შესწავლა დაიწყო
‘განაწყენებულია რომ უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს’– ზაზა მელიქიძე დეპუტატის პროტესტზე
TI: სამცხე-ჯავახეთში თანამდებობის პირების ძმების კომპანიები ტენდერებს იგებენ