FM97.5 / LIVE

სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საძოვრები ყოველწლიურად სხვისდება, რის გამოც პირუტყვის შენახვა უჭირთ. გაყიდული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით სოფლის მოსახლეობამ დღეს, 23 მაისს აქცია გამართა. ორლოვკის მიმდებარედ დაახლოებით 900 ჰექტარია გასხვისებული.

სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ
ფოტო: რადიო „ნორ“

ადგილობრივები რადიო „ნორთან“ აცხადებენ, რომ სოფელი თავს მესაქონლეობით ირჩენს. იმის გამო, რომ საკმარისი საძოვრები აღარ აქვთ საქონლის შენახვა უჭირთ.

მოსახლეობის განცხადებით, სოფლის მიმდებარედ დაახლოებით 120 ჰექტარი ერთ–ერთმა ადგილობრივმა 2 000 წელს შეიძინა, მას შემდეგ დაიწყო პრობლემებიც, არასაკმარისი საძოვრის გამო, საქონლის გამოკვება უჭირთ.

„არასოდეს ყოფილა ჩემი ან შენი, ყველაფერი საერთო იყო. ახლა გასხვისდა და აღარ გვიშვებენ ტერიტორიაზე. ჩვენ გლეხებს გვეუბნებიან, რომ საძოვრები სახელმწიფო საკუთრებაა და არ იყიდება, მაშინ როგორ გაიყიდა ეს მიწა?!“ – კითხულობენ ადგილობრივები.

სოფელში ამბობენ, რომ გაყიდულ საძოვრებს მეპატრონეები ტერიტორიებს მომთაბარე მწყემსებზე აქირავებენ.

„სოფელში 1 000 სული პირუტყვი მაინც გვყავს და მშივრები დადიან. ჰექტრობით ტერიტორიას კი მეცხვარეებზე აქირავებენ. საქონლის შენახვა გვიჭირს, თავი რით ვირჩინოთ, აქ ყველა მესაქონლეობას მისდევს, სხვა შემოსავლის წყარო არ გვაქვს“, – აცხდებენ ადგილობრივები.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი, ანივარდ მოსოიანი „სამხრეთის კარიბჭესთან აცხადებს, რომ ორლოვკის მიმდებარედ დაახლოებით 900 ჰექტარია გასხვისებული და მას ხუთი მეპატრონე ჰყავს.

მოსოიანის განმარტებით, ხუთივე მათგანს საძოვრების შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, ამიტომ თუ ადგილობრივებს გასხვისებასთან დაკავშირებით „პრეტენზია აქვთ, სხვა უწყებებს უნდა მიმართონ“.

„დეტალები არ ვიცი, მაგრამ წლების წინ შეისყიდეს. დამადასტურებელი დოკუმენტები აქვთ საჯარო რეესტრიდან. ეს ჩვენი გადასაწყვეტი თემა არაა“.

მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ადგილობრივებს საკმარისი საძოვრები აქვთ, მაგრამ იქამდე პირუტყვის მისაყვანად გასხვისებული ტერიტორიის გავლა უწევთ, მისი მეპატრონეები კი ამის უფლებას არ აძლევენ.

„ჩემთანაც იყვნენ მოსულები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქმის კურსში ვარ, ეს აქცია არ არის, ადგილობრივები და მიწის მესაკუთრეები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რომ კერძო საკუთრებაზე საქონლის გაყვანის უფლება მისცენ. ორშაბათს მოვლენ ჩემთან და გავარკვევ შეძლეს თუ არა შეთანხმება. შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით დღესაც შეიკრიბონ, ხვალაც და ზეგაც“, –ამბობს მოსოიანი.

დღევანდელი აქცია ისე დასრულდა, რომ მხარეებმა შეთანხმება ვერ შეძლეს, მესაკუთრეები ამბობენ, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ: „ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ ვიყიდეთ და არავის გადავცემთ“.

სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ
ფოტო: რადიო „ნორ“

[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘დაგვიბრუნეთ წყალი და  საძოვრები’ – საპროტესტო აქცია გორელოვკაში
გორელოვკაში აქციას მართავენ [ფოტო]
სოფელ განძაში სეტყვამ ნათესები და საქონლის სადგომები დააზიანა
გორელოვკაში, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
ნინოწმინდაში სოფელ თორიას მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ
სოფელ ხევაშენში საქონლის სადგომში ხანძარი გაჩნდა