FM97.5 / LIVE

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.05.2020
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი გაუქმდა. მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება.

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:

✅ მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.

✅ მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.

✅ დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

❌ რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;

❌ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“);

❌ სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);

❌ სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;

❌ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;

❌ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.

✅ დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.

✅ დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

✅ გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.

✅ მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

დარჩენილი შეზღუდვები:

❌ შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).

❌ შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

❌ შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.

❌ ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.

❌ ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.

❌ სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.

❌ ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

❌ კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.

❌ შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.

❌ იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

❌ დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

❌ შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

❌ რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;

❌ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);

❌ სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);

❌ სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;

❌ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;

❌ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

❌ ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.

❌ სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

❌ ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

❌ საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ყველა შეზღუდვა რომელიც 23 მაისიდან ძალაში რჩება
რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნა 5 მაისიდან
COVID-19: რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
‘გარკვეული სახის შეზღუდვები შენარჩუნდება’ - გახარია
ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა
მანქანით 3 პირზე მეტის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა