FM97.5 / LIVE

ყველა შეზღუდვა რომელიც 23 მაისიდან ძალაში რჩება

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.05.2020
ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, მთავრობას მიეცა უფლება 15 ივლისამდე შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რა შეზღუდვები დარჩება ძალაში 23 მაისის შემდეგ.

ყველა შეზღუდვა რომელიც 23 მაისიდან ძალაში რჩება

23 მაისის შემდეგ ნებისმიერ დახურულ სივრცეში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება;

ტაქსის მძღოლები ვალდებულები არიან ატარონ პირბადე, მათთვის ნებადართულია მხოლოდ ორი ადამიანის გადაყვანა;

თეთრიწყაროსა და მარნეულის ორ სოფელში კვლავ გრძელდება საკარანტინო რეჟიმი;

კვლავ აკრძალულია რესტორნების, კაფეების, ბარების ფუნქციონირება და ადგილზე კვებითი მომსახურება;

აკრძალულია სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო სივრცეებისა;

აკრძალულია დახურული ტიპის ბაზრების ნაწილისა და დიდი სავაჭრო მოლების ფუნქციონირება;

აკრძალულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა გარდა ონლაინვაჭრობისა;

აკრძალულია სპორტული კულტურული და სხვა სახის ღონისძიოებების ჩატარება;

ძალაში რჩება შეზღუდვა აზარტული და მომგებიანი სათამაშო სივრცეების მომსახურების;

ძალაში რჩება შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე.

მთავრობის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით სახელმწიფო სერვისების ნაწილი, კვლავ დისტანციურად გააგრძელებს მომსახურებას, ხოლო 15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა რომელიც შიდა ტურიზმს უკავშირდება.

ცვლილებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც მთავრობას ეძლევა უფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გარეშე შეზღუდოს კონსტიტუციით დაცული უფლებები, პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა. ცვლილების მიხედვით მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე ეძლევა.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ
სახლიდან გასვლის შეზღუდვა 70-ს გადაცილებული პირებისთვის უქმდება
COVID-19: რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან
დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობას ექვსეტაპიანი გეგმა აქვს
პარლამენტმა საგანგებო რეჟიმის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
მთავრობას შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება