FM97.5 / LIVE

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2020
21 მაისს კათოლიკური სამყარო ქრისტეს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. მესხმა კათოლიკეებმა ამ დღეს ტრადიციულად, თურქეთის საზღვართან მდებარე ბუზმარეთის ეკლესია მოილოცეს. წირვა ღია ცის ქვეშ, ეკლესიიდან მოშორებით აღევლინა, რადგან მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კათოლიკეებს ტაძარში ან ტაძრის ეზოში წირვის აღვლენაზე უარი უთხრეს.

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

ბუზმარეთის სახელს ადიგენში, თურქეთ-საქრთველოს საზღვართან ორი ტაძარი ატარებს. ერთი, საქართველოს სასაზღვრო ზონაში მდებარეობს და უძველეს ნაეკლესიარზე, 2006–2007 წლებში სერგო და ანტონ მერაბიშვილებმა აღადგინეს. მეორე კი, საზღვრის გარეთაა. ორივე ტაძარი ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაშია, თუმცა კათოლიკეები აცხადებენ, რომ ეკლესიები სადავოა, რადგან მისი ისტორიული მესაკუთრეები კათოლიკეები არიან.

ტრადიციულად, ამაღლების დღესასწაულზე ამ ტაძრების მოსალოცად, როგორც კათოლიკეები (რომაული და სომხური წესის) ასევე მართლმადიდებლები (საკუთარი ლიტურგიული კალენდრის მიხედვით) დადიან.

გასულ წლებში, მრევლი ამაღლების სადღესასწაულო წირვას სასაზღვრო ზოლის შიგნით მდებარე ტაძართან აღავლენდა. თუმცა წელს იმ მიზეზით, რომ „საზღვარი დაკეტილია“, წირვა საზღვრის გარეთ არსებული ტაძრის მიმდებარედ აღევლინა.

მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა კათოლიკეებს, არც ტაძარში და არც მის ეზოში წირვის ჩატარების უფლება არ მისცეს. მსახურება ტაძრიდან მოშორებით, ღია ცის ქვეშ კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მან მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა და აღიშნა, რომ ყველა ადამიანის პირადი პასუხისმგებლობაა თავის და სხვის ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს.

„გუშინ გადავწყვიტე მესხეთში ჩამოსვლა, მინდოდა, რომ ეს ყოფილიყო ნიშანი ჩვენი ერთად ყოფნისა. კორონავირუსის შეზღუდვების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბევრ ხალხთან ერთად ტარდება წირვა. როცა დავწერე მეოთხე დეკრეტი, ვთქვი, რომ მრევლთან ერათად დაიწყება წმ. წირვის აღვლენა, მაგრამ ხალხს, აქვს პასუხიხმგებლობა. პასუხისმგებლები ვართ, როგორც ჩვენი რწმენის, ასევე ჩვენი ჯანმრთელობისა“, - განმარტა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

ლიტურგიაზე მასთან ერთად, კათოლიკე ეკელსიის მოძღვრები და უდის, არლის, ვალისა და ახალციხის მრევლი იმყოფებოდა.

ტაძართან მობილიზებული იყვნენ სამართალდაცველებიც. ისინი ლიტურგიის განმავლობაში მრევლს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

ქრისტიანები ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღნიშნავენ. საეკლესიო სწავლებით, ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, ესაუბრებოდა მათ ღვთის სასუფეველზე და მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში „სულიწმიდის მოფენამდე“.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

მესხმა კათოლიკეებმა ბუზმარეთში ამაღლების დღესასწაული აღნიშნეს [ფოტო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მესხმა კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [ფოტო]
წირვა ტყეში ქოლგებით – კათოლიკეებმა ამაღლება ბუზმარეთში იზეიმეს [Photo/Vide]
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
კათოლიკეებს სადავო ეკლესიამდე მისასვლელად საზღვარზე პრობლემები შეუქმნეს
მართლმადიდებელი სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
ახალციხეში ამაღლების დღესასწაული იზეიმეს