FM97.5 / LIVE

'რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ, ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ' – მინისტრი თვითდასაქმებულებზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2020
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თვითდასაქმებულები, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტებით ვერ დაადასტურებენ, რომ პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავლები, კომპენსაციას ვერ მიიღებენ.

'რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ, ჩვენ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ' – მინისტრი თვითდასაქმებულებზე

"სადაც დასტური არ გვაქვს, სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ, უძლურები ვართ. თქვენ მობრძანდით და ამბობთ, რომ ამ საქმიანობას ეწეოდით, რაღაცნაირად უნდა დავადასტუროთ. ჩვენ ხომ გამოძიებას ვერ ჩავატარებთ იყავით მართლა ძიძა, არ იყავით მართლა ძიძა.

ეს ხომ საჯარო ფულია, გადასახადის გადამხდელის ფულია, ამიტომ რაღაც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას. როგორც მოგვეპრიანება, ეგრე არ არის, რომ თქვენ მობრძანდით, მე დაგიჯერებთ, რომ ამას შვებოდით. შეიძლება, მღეროდით ყოველ საღამოს სადღაც რესტორანში, მაგრამ თუ იმ რესტორანმა არ დამიდასტურა, რა უნდა გავაკეთოთ, ისე ვარიგოთ ფული? ამიტომ ამას თავის შეზღუდვები აქვს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს ფაქტი, რომ ვიღაცეები რჩებიან დახმარების მიღმა", — განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური ითხოვდნენ, რომ თვითდასაქმებულები მცირე მეწარმეებად დარეგისტრიებულიყვნენ, ამ შემთხვევაში კომპენსაციის გაცემა უპრობლემოდ მოხდებოდა.

"საერთოდ არაფერს არ იხდი თუ 30 000 ლარამდე გაქვს შემოსავალი. რამე სტატუსით დარეგისტრირებული რომ ყოფილიყო, მინიმალური ნდობა რომ ყოფილიყო და ეს ნდობა უნდა არსებობდეს, ასეთ დროს მიიღებდა დახმარებას. 166 000 სხვადასხვა ტიპის მეწარმეა, მიკრო და მიცრე ბიზნესის, რომლებიც მომართვის შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში მიიღებს კომპენსაციას. ახლა რა უნდა ვქნათ? უნდა ვენდოთ, ვიღაცამ დაიფიცოს, მეზობელმა თქვას?" — ამბობს მაჭავარიანი.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპენსაცია დაერიცხება იმ მოქალაქეს, რომელმაც პანდემიის დროს დაკარგა შემოსავალი. თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო დასაქმებულები ჯამში 1200 ლარს.

მაჭავარიანი, დამსაქმებლებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია იმ დასაქმებულების შესახებ, რათა დროულად მოხდეს დახმარების გაცემა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ ყველა კომპანიას, დამსაქმებელ იურიდიულ პირს, რომ მაქსიმალურად ჩქარა მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ ვისზეც ხელფასის გაცემა არ ხდება. იქნება ეს უფასო შვებულება, დროებით გათავისუფლება, თუ ნებისმიერი მიზეზი. პირველ ივნისამდე უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია, მოგვაწოდონ მათი საბანკო ანგარიშები, რათა დროულად მოხდეს ამ 1200-ლარიანი საკომპენსაციო პაკეტის გადახდის დაწყება.

ამავდროულად, იცით, რომ დადგენილებაში ცვლილება შევიდა, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის თარიღით იყო განსაზღვრული და შემდეგ 1-ელ ივნისამდე გადავწიეთ. კიდევ გავიმეორებ პირობებს, ეს კომპენსაცია მათ ერგებათ, ვისაც პირველ კვარტალში ერთი თვე მაინც ერიცხებოდათ ხელფასი და ეს ხელფასი დღეს უკვე აღარ ერიცხებათ", - აღნიშნა მინისტრმა.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თვითდასაქმებულები 300 ლარიანი დახმარების მისაღებად სპეციალურ ბაზაში უნდა დარეგისტრიდნენ
პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე  თანხის გაცემა მაისიდან დაიწყება
შემოსავლების სამსახური კომპანიებს მოუწოდებს დასაქმებულთა მონაცემები წარადგინონ
როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები ერთჯერად დახმარებას – ფინანსთა სამინისტროს განმარტება
ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი პირი თუ პანდემიისგან დაზარალა კომპენსაციას მიიღებს
თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
სოციალურად დაუცველი თვითდასაქმებულებიც მიიღებენ ერთჯერად დახმარებას – თამარ ბარკალაია