FM97.5 / LIVE

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.05.2020
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ კომენდანტის საათი ხვალ, 22 მაისს დასრულდება.

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი

"ჩვენი ვალდებულებაა ნელ–ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურ წესს დავუბრუნდეთ. სამწუხაროდ დაზუსტებით დღეს ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას კარგად გვესმის, რომ ვალდებულება ნელ–ნელა ფრთხილად, ეფექტურად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სოციალური მიმართულებით, ყოველდღიური ცხოვრებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს, საგანგებო მდგომაროება და კომენდანტის საათი.

ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც მსოფლიოში დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ვერ ამბობს, ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არის ინტერესი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, პრემიერის განცხადებით, მთავრობა მზად არის, ეს განმარტებები გააკეთოს პარლამენტის ტრიბუნიდან.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.

„ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 23 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები. მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდ, ჩვენ, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია' - გახარია
საქართველოში საგანგებო მდგომარება 10 მაისამდე გახანგრძლივდება
საგანგებო მდგომარეობა არ გახანგრძლივდება – პრემიერი
საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი -144 შეიქმნება
მოქალაქეთა ნაწილს 3 თვით კომუნალურ გადასახადებს მთავრობა გადაუხდის
რას ღონისძიებები გატარდება საგანგებო მდგომარეობისას
‘მთავრობის მთავრი პრიორიტეტი ეკონომიკა გახდა’ - პრემიერი