FM97.5 / LIVE

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.05.2020
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მისაღებად, 2000 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებაში, ყოველი წლის განმავლობაში, 9 თვის ნაცვლად, 6 თვის ვადით, ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება

პარლამენტში “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ 19 დასახლებას, რომლებიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრზეა.

გარდა ამისა, კრიტერიუმების განხილვის გარეშე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 80% და მეტი მაღალმთიანი დასახლებების მქონე მუნიციპალიტეტების დანარჩენ დასახლებებსაც, რომელიც 800 მეტრ და მეტ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს.

„საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს, რომელიც 1000 მეტრზე ან მის ზემოთ მდებარეობს. შესაბამისად, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება 58 დასახლებას, სადაც 2014 წლის აღწერით ცხოვრობს 20 720 მოსახლე,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტზე, განმარტებითი ბარათის თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებისთვის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება 3,1 მილიონი ლარი. ხოლო დანარჩენი 39 დასახლებისთვის, წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება 4,1 მილიონი ლარი. კანონპრიექტის ავტორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პრემიერი: მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები გადაიხედება
რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი სამცხე–ჯავახეთში
როგორ შეირჩა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლები
სამცხე–ჯავახეთის 57 სოფელი მაღალმთიანი დასახლების  სტატუსს ითხოვს
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა გაიზარდა, თუმცა სიაში სამცხე–ჯავახეთის სოფლები ვერ მოხვდა
ბორჯომის ორი სოფელი მთის სტატუსს  მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის დასახლებები, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭა