FM97.5 / LIVE

შეეხება თუ არა სამელიორაციო შეღავათები მუნიციპალურ სარწყავ სისტემებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.05.2020
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერები სარწყავი წყლის გადასახადიდან სრულად თავისუფლდებიან, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი ეს შეღავათი შეეხება თუ არა იმ ფერმერებს, რომლებიც მუნიციპალური სარწყავი სისტემით სარგებლობენ.

შეეხება თუ არა სამელიორაციო შეღავათები მუნიციპალურ სარწყავ სისტემებს

ახალციხის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და წყალანირების დაქვემდებარეში სულ 12 სატუმბია და სარწყავი წყლით დაახლოებით 15 სოფელი სარგებლობს.

ამ დრომდე არ გადაწყვეტილა, შეეხებათ თუ არა სახელმწიფო შეღავათები იმ დასახლებების მცხოვრებლებს, სადაც მუნიციპალურ სარწყავ სისტემას იყენებენ.

„გადაიხდიან თუ არა მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული სარწყავი სისტემით სარგებლობისთვის გადასახადს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა და მალე გახდება ცნობილი“, - აცხადებენ ახალციხის მერიაში.

მუნიციპალურ სარწყავ სისტემებზე, გადასახადთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობებს მიანდო.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად იმსჯელებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის ის შეღავათები, რაც ანტიკრისული გეგმით წესდება, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ შემოდგომაზე ჩვენს რეგიონში გაცილებით მეტი მიწა დამუშავდება, რაც შეეხება სამელიორაციო შეღავათებს მუნიციპალური სარწყავი სიტემებით მომსახურებისას, ამაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის სამართავად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერების დახმარებისთვის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მცირე მიწიანი ფერმერები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ, მათ შორის გეგმა მოიცავს სამელიორაციო სისტემის მომსახურების საფასურის განულებას 10 ჰექტრამდე მიწაზე.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა შეღავათებს სთავაზობს მთავრობა ფერმერებს – ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობისთვის
სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს 'საქართველოს მელიორაციის' წარმომადგენლები ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდნენ [R]
ახალციხის სოფლებში სარწყავ სისტემას აწესრიგებენ
კლდეში სარწყავ არხებს წმენდენ
ქვემო ქართლში 4 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი [R]