FM97.5 / LIVE

'ვშიშობ, ივნისის ბოლოს 30 ათასი ინფიცირებული გვეყოლება' – ფაშინიანი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.05.2020
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ თუ მოსახლეობამ პირადი პასუხისმგებლობა არ იგრძნო კორონავირუსთან ბრძოლაში, მაშინ ქვეყანას ივნისის ბოლოს ასეულობით მსხვერპლი ეყოლება.

'ვშიშობ, ივნისის ბოლოს 30 ათასი ინფიცირებული გვეყოლება' – ფაშინიანი

„თუ ჩვენ არ შევცვლით კორონავირუსის გავრცელების სიჩქარეს, მაისის ბოლოს – 10 ათასი, ივნისის ბოლოს კი 30 ათასი დაინფიცირებული და ასეულობით გარდაცვლილი გვეყოლება, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სავსე იქნება პაციენტებით და ჩვენ უბრალოდ ვერ შევძლებთ ხალხის დახმარებას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიდეო მიმართვისას.

მისი თქმით, მოსახლეობა პირადი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს კოვიდთან ბრძოლის საქმეს და სოციალური დისტანციის დაცვა, ასევე პირბადის გამოყენება განაგრძოს. პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე სომხეთი დიდი პრობლემის წინაშე დგას, რადგან კორონავირუსის ინფექციას მოსალხეობა სერიოზულად არ აღიქვამს.

„დადგა დრო, რომ ეს სიტუაცია სერიოზულად მივიღოთ. დაავადების უმეტესი ნაწილი ასიმპტომურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, ფაქტობრივად, არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, არის შემთხვევები, როდესაც ყველაზე დიდი პრობლემა გემოვნებისა და სუნის დაკარგვაა, მაგრამ თუ ამ სიტუაციას არ შევცვლით, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებით და ყოველდღიურად კორონავირუსისგან ათობით ადამიანი დაიღუპება, შეიძლება ასეულობით ადამიანიც კი დაიღუპოს“.

პრემიერი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ყველა მოთხოვნა, მათ შორის დახურულ სივრცეებში ნიღბების ტარებასთან და დაკრძალვების ცერემონიალებთან დაკავშირებით.

ქვეყანაში მოიხსნა რიგი შეზღუდვები, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კვების ობიექტების მუშაობასთან დაკავშირებით.

სომხეთში 20 მაისის მონაცემებით, 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში დადასტურებული 5 271, გამოჯანმრთელების 2 419, გარდაცვალების კი 67 შემთხვევაა დაფიქსირებული.

[რიმა სარუხანიან]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'სიტუაცია რთულდება, შეიძლება ისევ მკაცრი კარანტინი გამოვაცხადოთ'  – ფაშინიანი სომხეთის მოსახლეობას მიმართავს
სომხეთში კოვიდინფიცირების 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსის 532 დადასტურებული შემთხვევაა
სომხეთში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სომხეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სომხეთში კორონავირუსით 160 პირია დაინფიცირებული
სომხეთში კორონავირუსის კიდევ შვიდი შემთხვევა დადასტურდა