FM97.5 / LIVE

საჩხერეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს ინფექცია ისევ დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 19.05.2020
პაციენტს, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა და გამოჯანმრთელების შემდეგ გაეწერა, კორონავირუსი ისევ აღმოაჩნდა. ხელახალი ინფიცირების შემთხვევის აღმოჩენისას, იგი საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.

საჩხერეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს ინფექცია ისევ დაუდასტურდა

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთი“ წერს. მათი ინფორმაციით, პაციენტის ხელახალი ინფიცირების შესახებ რედაქციას საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ დაუდასტურა.

პაციენტი დაახლოებით ორი კვირის წინ გაეწერა კლინიკიდან მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად მასზე კორონავირუსის ორივე ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. იგი საკარანტინე სივრცეში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, სადაც ხელახალი შემოწმების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საჩეხერეში დაფიქსირებული შემთხვევა უჩვეულო არ არის. ამის შესახებ იმნაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში დაფიქსირდა, თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევა. იმიტომ არის ეს დაავადება ვერაგი და ჯერჯერობით, ბოლომდე ამოუცნობი, რომ ესეთი რაღაცეები ახასიათებს, რაც პრაქტიკულად მას ხდის აბსოლუტურად უმართავ დაავადებად. ასეთი ფაქტები დაფიქსირებულია, ჩვენ გვყავდა საქართველოში ერთი პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი.

ბევრი კამათი იყო იმაზე, რომ როდესაც პაციენტს აღარ აქვს ვირუსი და მერე ისევ გამოუვლინდება რა ხდება ამ შემთხვევაში: თავიდან ინფიცირებაა იმიტომ, რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს თუ ვირუსი შეინახა ორგანიზმში, ანუ ბევრი თეორიებია. ფაქტი ერთია, რომ ასეთი რაღაცეები ხდება ამ დაავადებისას. ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული იმის შემდეგ, რაც მასზე ორი ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, ის პირდაპირ არ ბრუნდება საზოგადოებაში და ისევ გადადის ორკვირიან თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელების შემდგომ”, – განაცხადა იმნაძემ.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომის 'ცხელების ცენტრში' პაციენტს კორონავირუსი  დაუდასტურდა
COVID-19: მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევებმა 2,5 მილიონს გადააჭარბა
საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
'13 წლის ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელია' - რატიანი გამოჯანმრთელებულ პაცინეტზე
კორონავირუსით ნიუ–იორკში 64 წლის ქართველი გარდაიცვალა
‘სამი პაციენტი არის პრობლემური, მდგომარეობა შეიძლება დაგვიმძიმდეს’ – მარინა ეზუგბაია