FM97.5 / LIVE

ჯავახეთში, სოფელ ხანდოს მახლობლად დახოცილი ქათმები ყრია

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.05.2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში, მდინარე ფარავნის ნაპირზე ადგილობრივებმა დახოცილი ქათმები ნახეს. მათი თქმით, მკვდარი ფრინველები იმ პირებმა გადაყარეს, რომლებიც წინა დღეს ხანდოში ქათმებს ყიდდნენ.

ჯავახეთში, სოფელ ხანდოს მახლობლად დახოცილი ქათმები ყრია

დახოცილი ქათმების შესახებ საინფორმაციო სააგენტო jnews.ge წერს. მათი ინფორმაციით, ადგილობრივები ტერიტორიის მაქსიმალურად სწრაფად დასუფთავებას ითხოვენ, თავად კი მიახლოება ეშინიათ, რადგან შინაური ფრინველის დახოცვის მიზეზი არ იციან. გარდა ამისა, ისინი გაუსაძლისი სუნის გამოც ჩივიან.

სააგენტოს ინფორმაციით, სოფელში ჰყვებიან, რომ ორი დღის წინ დასახლებაში სხვა რეგიონიდან ჩამოსული პირები ცოცხალ ქათმებს ყიდდნენ. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ გამყიდველებმა გადაყარეს დახოცილი ქათმები გზაზე.

"ჩვენ თავად შეგვიძლია ტერიტორიის დასუფთავება, თუმცა არ ვიცით რისგან დაიხოცა ქათმები, შეიძლება რაღაც ვირუსი ჰქონდათ, ამიტომ ხელს არ ვკიდებთ, გვინდა, რომ შესაბამისმა დაწესებულებებმა მოაგვარონ ეს საკითხი", - ამბობს სოფელი ხანდოს მცხოვრები რაფიკ აკოპიანი.

სოფელი ხანდოს მცხოვრების სამველ გალოიანის თქმით, მაგ დღეს სოფელში ბევრმა იყიდა ქათამი.

"სოფლის ერთმა მცხოვრებმა 12 ქათამი იყიდა, მათგან სამი მეორე დღეს მოკვდა", - ამბობს სამველ თოროსიანი.

საკითხთან დაკავშირებით "სამხრეთის კარიბჭე" სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, ფაქტის შესახებ არც შეტყობინება მისვლიათ და არც რაიმე იციან.

[რიმა სარუხანიანი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘დახოცილი ქათმები მიწაში ჩავმარხეთ’ - ახალქალაქის მერია
ახალქალაქის მთაში  ცხვარი დაიხოცა
ჯავახეთის ტბებში თევზი იხოცება
სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები
მკვდარი ღორები ამ დრომდე მტკვარში ყრია
წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი
‘გავნადგურდით’ – სოფელი ვარხანი სტიქიიდან მეორე დღეს  [PHOTO]