FM97.5 / LIVE

‘სტუმრებისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი მენიუ’- რეკომენდაციები რესტორნებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.05.2020
რესტორნებსა და კაფეებში მაგიდები უნდა განლაგდეს ორმეტრიანი დისტანციით ან გამოიყენოთ დამცავი ბარიერი; ერთ მაგიდასთან შესაძლებელია არაუმეტეს 6 მომხმარებლის განთავსება; სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად - კვების ობიექტებისათვის აუცილებელ რეკომენდაციებს გასტრონომიის ასოციაცია აქვეყნებს.

‘სტუმრებისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი მენიუ’- რეკომენდაციები რესტორნებისთვის

როგორც გასტრონომიის ასოციაციაში განმარტავენ, რეგულაციები შრომის ინსპექციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერაა შემუშავებული.

ასოციაციაში დაწესებულებებს ურჩევენ:

- უზრუნველყავით მაგიდის წინასწარი დაჯავშნა;

- უზრუნვეყავით დასაქმებულთა და მომხმარებელთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი;

- უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას;

- დაიცავით თანამშრომლების მითითებები;

- მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ ორი მეტრისა;

- მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ ერთმეტრიანი დისტანცია;

- მაგიდასთან მოათავსეთ არაუმეტეს ექვსი მომხმარებლისა. გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდი ერთ მაგიდასთან განთავსება;

- ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად;

- იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი;

- გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების წესი;

- გამოიყენეთ სტუმრებისათვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთვევაში, მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები;

- განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას covid -19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

[მარიამ ბარძიმაძე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘თუ კორპორაციული საღამოები არ იქნება, მოგებაზე ვერ გავალთ’ - ახალციხის რესტორნები
რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს
რეკომენდაციები სილამაზის სალონებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო
გამოიყენეთ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები – ეროვნული ბანკი
ახალციხის სალონებში მომსახურების საფასური გაიზარდა
საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა