FM97.5 / LIVE

‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2020
მიწის ნაკვეთი, რომელზეც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი, მამუკა მიქელაძე ბენზინგასამართ სადგურს უკანონოდ აშენებდა, ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აუქციონზე გაყიდა. თუმცა ტერიტორიის ახალი მფლობელი ისევ მიქელაძის ბიზნესპარტნიორი, იმედა მუმლაძეა.

‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე

4 აპრილს, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა ახალციხეში, „თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ქალაქის შესასვლელში“, არსებული მიწის ნაკვეთი.

ეს ის მიწის ნაკვეთია, რომელიც უკანონოდ მიითვისა ახალციხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მიქელაძემ და ამავე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ნებართვა არავისგან აუღია. აუქციონამდე ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწა აუქციონზე მხოლოდ მას შემდეგ გაიტანა, რაც „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის უკანონო საქმიანობით არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დაინტერესდა, მომზადდა კვლევა და არაერთი მასალა მედიაში.

ელექტრონული აუქციონის მიხედვით, ნაკვეთი ადგილობრივმა ბიზნესმენმა, იმედა მუმლაძემ შეისყიდა, რომელიც მამუკა მიქელაძესთან დაახლოებული პირია. კერძოდ კი, მიქელაძე და მუმლაძე შპს „ატლანტ-ოილის“ 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან. მუმლაძემ მიწა, რომელზეც მისი პარტნიორი ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, 22 500 ლარად შეისყიდა. ამ ფასში შედის ორ ნაკვეთი (204 კვ.მ და 7კვ.მ), მასზე განთავსებული უკანონოდ აშენებული ნაგებობით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“, მიიჩნევენ, რომ ქონების სააგენტოს მიერ ტერიტორიის აუქციონზე გატანა ასეთ ვითარებაში, ბევრ კითხვას აჩენს.

„აქედან ჩანს, რომ სახელმწიფომ კანონდარღვევის აღკვეთას არჩია გამართლება, ამ ყველაფერს მოუძებნა სამართლებრივი ჩარჩო. ძალიან ცალსახაა ის, რომ თუ მამუკა მიქელაძეს, „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსანს, არ ჰქონდა წინასწარ გარანტია იმისა, რომ ამ დარღვევისთვის არაფერს ეტყოდნენ და არ დაუნგრევდნენ უკანონოდ აშენებულ შენობას, თუ არ ექნებოდა გარანტია, რომ ამ ინვესტიციას წყალში არ გადააყრევინებდნენ, ის ვერ გაბედავდა ამხელა ინვესტიციის ჩადებას. ცალსახაა რომ მანამდე, ვიდრე აუქციონზე გაიტანდნენ ამ ტერიტორიას და ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ქონების მითვისება-მიტაცებას, ამისი ფაქტი სახეზე იყო და რეალურად გამოდის, რომ მას აუნთეს ‘მწვანე შუქი’ და მოუძებნეს კანონიერი ჩარჩო“ - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი თამუნა უჩიძე.

მისივე თქმით, ქონების სააგენტოს შეეძლო მიწის უკანონოდ მითვისების საკითხზე სამოქალაქო წესით დაეწყო დავა, თუმცა მათ მიქელაძის დანაშაულს გამართლება მოუძებნეს: „ის ფორმა, რომელიც სახელმწიფომ აირჩია, ძალიან სახიფათო პრეცედენტია დანაშაულის გამართლებისა და რომ არა მამუკა მიქელაძე, როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი, რომ არა ადამიანი „მათი რიგებიდან“, სხვა პირთან სახელმწიფო ამას არ დაუშვებდა“, - ამბობს უჩიძე.

მიქელაძის უკანონო ქმედებების ამბავი პირველად 10 აპრილს გამოქვეყნდა. მას შემდეგ არცერთ უწყებას, რომელსაც ამ საქმის გამოძიება-შესწავლა-ზედამხედველობა ევალებოდა, პროცესი არ დაუსრულებია. მათ შორის, მოკვლევის პასუხი არ აქვთ არც ახალციხის მერიაში. თუმცა იმ ფაქტის შესახებ, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი მამუკა მიქელაძე ახალციხეში ბენზინგასამართ სადგურს აშენებდა ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო ქონებასა და სადავო მიწის ნაკვეთს წარმოადგენდა, ახალციხის მერიას არა მხოლოდ „გამჭვირვალობიდან“, არამედ სახელმწიფო ქონების სააგენტოდანაც აცნობეს. ამ უკანასკნელისგან მუნიციპალიტეტს რეაგირება დაევალა. რა შედეგი მოჰყვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან ყოფილი მაღალჩინოსნის უკანონო ქმედებას, მოკლევის დაწყებიდან 3 თვის თავზეც უცნობია.

„საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი, წერილობით მოგვმართეთ“, - განაცხადეს მერიაში.

მამუკა მიქელაძის უკანონოდ აშენებული ბენზინგასამართი სადგური სამ მიწის ნაკვეთს ფარვს, რომელთაგან ერთი (34 კვ.მ) ეკუთვნის მამუკა მიქელაძეს, (მაღალჩინოსანმა ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა იქამდე დაიწყო, სანამ ახალციხის მერია ნებართვას მისცემდა), მეორე ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა, მესამე კი სადაო ტერიტორია, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რადგან მიქელაძემ ეს ნაკვეთი მაშინ გადაიფორმა, როცა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საკუთრების უფლების აღიარების კომისიას” ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში დაუკანონა მან საკუთარ თავს არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამჟამად ამ ტერიტორიას ყადაღა ადევს.

სადავო მიწის ნაკვეთზე მამუკა მიქელაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 2017 წელს აღიძრა და დღემდე გრძელდება.
დღეს, 18 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ პანდემიის პერიოდში დროებით შეჩერებული იყო საქმე, გამოძიება კი კვლავ იმავე, სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით მითვისებასა და გაფლანგვას გულისხმობს.

საჯარო რეესტრის ელექტრონულ პორტალზე „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წლის 23 იანვარს მიქელაძემ რეესტრს ნაკვეთზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადებით მიმართა, რაზეც უწყებისგან უარი მიიღო, რადგან მიწის ნაკვეთს ყადაღა ადევს.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა მამუკა მიქელაძესთან დაკავშირებას, თუმცა სატელეფონო ზარებს მან არც ამჯერად უპასუხა.

‘სახელმწიფომ კანონიერი ჩარჩო მოუძებნა უკანონობას’ – ‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის საქმე

[რობი ზარიძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'ქართული ოცნების' ყოფილი მაღალჩინოსანი ბენზინგასამართ სადგურს კანონდარღვევით აშენებს – გამჭვირვალობა
‘ოცნების’ ყოფილი დეპუტატის უკანონო ქმედებებს სამი წელია იძიებენ
‘მიწის კომისიის’ თავმჯდომარემ ახალციხეში ნაკვეთი დაიკანონა
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
სახელმწიფო აბასთუმანში აუქციონზე სამ მიწის ნაკვეთს ყიდის
აბასთუმანში აუქციონზე სახელმწიფო კიდევ ერთ ნაკვეთს ჰყიდის
ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება