FM97.5 / LIVE

‘ჩვენც გვჭირდება დასაქმება’ - სამსახურის გარეშე დარჩენილი მძღოლები

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.05.2020
საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვამ, ახალციხეში ათობით მძღოლი შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა. ისინი ითხოვენ, რაც შეიძლება მალე შეძლონ სამუშაოს გაგრძელება. ზარალი ნახეს სატრანსპორტო კომპანიებმაც.

‘ჩვენც გვჭირდება დასაქმება’ - სამსახურის გარეშე დარჩენილი მძღოლები

რომან გოგლაძე წლებია თბილისი – ახალციხის ხაზზე მძღოლად მუშაობს, როგორც თავად ამბობს, მისი ოთხწევრიანი ოჯხი მისი შემოსავლის იმედად ცხოვრობდა, ახლა კი ქვეყანაში სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის მოლოდინშია.

„ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დავდექით, ყველა მძღოლი. პირადად ჩემი ოჯახი ოთხი ადამიანისგან შედგება, შემოსავალი მხოლოდ მე მქონდა. იმდენს ვიღებდი, რომ ტრანსპორტსა და ჩემს ოჯახს ყოფნიდა, ახლა ესეც აღარ მაქვს“.

რომან გოგოლაძემ ჯერ არც ის იცის, ეკუთვნის თუ არა სახელმწიფოს სუბსიდია - ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარი: „არ ვიცით ჯერ, თუ შეგვეხება ეს თანხის დარიგება და თან ამხელა ოჯახისთვის ეგ მინიმუმის მინიმუმია“, – ამბობს რომან გოგოლაძე.

იგი მიიჩნევს, რომ ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს და როგორც მძღოლებმა, ასევე მგზავრებმა უნდა დაიცვან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეკომენდაციები.

„ვთვლით, რომ უკვე დროა ტრანსპორტის აღდგენისა. იყოს რეგულაციები, დაგვიწესონ და დავიცავთ. ჩვენც გვჭირდება დასაქმება და ხალხიც ცოდოა, არ აქვთ საშუალება, რომ გადაადგილდნენ. მე რომ მითხრან, ხვალაც მზად ვარ სამუშაოდ გავიდე, მაგრამ მაგალითად, თუ იქნება, რომ 10 კაცზე მეტის ჩაჯენის უფლება არ გვექნება, ალბათ, მოგვიწევს დიდ გზებზე 2–3 ლარით ბილეთის გაზრდა, რადგან საწვავი გვჭირდება, ნაწილები და ა. შ. ზუსტად არ ვიცი და მიჭირს წინასწარ თქმა“, – ამბობს გოგოლაძე.

ახალციხეში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა მიმდინარე წლის 18 მარტს შეწყდა შეზღუდვის გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში ავტოსადგურების დაახლოებით 60 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა.

სატრანსპორტო კომპანია „ჯეოტივის“ ხელმძღანელი ნუგზარ მამუკაშვლი ვერ ამბობს პანდემიის დროს კომპანიას რამდენი ლარის ზარალი მიადგა. გარდა ამისა, მან ზუსტად არ იცის მიიღებს თუ არა სახელმწიფო სუბსიდიას მის კომპანიაში დასაქმებული ყველა მძღოლი.

„კომპანიამ რამდენი ლარის ზარალი მიიღო, ეს არანორმირებულია, შემოსავალი სხვანაირად ითვლება, ამიტომ ზუსტად არ ვიცი. ჩვენთან ახალციხეში ორივე ფირმას „ჯეოტივს“ და „ნულექსს“ 60–ზე მეტი თანამშრომელი გვყავს. აქედან ზუსტად არ ვიცი ყველას შეხვდება, თუ არა ფულადი დახმარება, დადგენილება მივიღეთ და იმის მიხედვით გაიცემა“, – ამბობს ნუგზარ მამუკაშვილი.

მისივე თქმით, თუ ძალაში დარჩება ის სატრანსპორტო რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც ტრანსპორტის შეზღუდვამდე მოეთხოვებოდათ, მუშაობას უპრობლემოდ გააგრძელებენ.

„სახელმწიფოს მოთხოვნა იყო ტრანსპორტის გაჩერებაზე და რა თქმა უნდა გაჩერდა, როცა საჭიროდ ჩათვლიან, მერე აღდგება. რაც შეეხება წესებს, ჩვენ მანამდეც ვიცავდით. პირბადეს ვიყენებდით და ტრანსპორტის დეზინფექციას ვახდენდით, თუ ასე დატოვებენ, ამის შესრულებას შევძლებთ“.

სატრანპორტო კომპანია შპს „ნულექსის“ დამფუძნებელი ნოდარ ბერიძე ამბობს, ტრანსპორტის აღდგენის აუცილებლობაში დარწმუნებულია და მგზავრობა რეკომენდაციების დაცვით საფრთხისშემცველი არ იქნება.

„მე თუ მკითხავთ, ტრანსპორტის მოძრაობა უნდა აღდგეს, რადგან ახლა უკვე ამის დროც არის და მიზანშეწონილადაც მიმაჩნია. აღდგენის შემთხვევაში, ჯერჯერობით არაფერი რეკომენდაცია არ მიგვიღია და რომ მივიღებთ, ჩვენ შევძლებთ მოვახერხოთ რეკომენდაციებს დაცვა და გათვალისწინება“, – გვითხრა შპს „ნულექსის“ დამფუძნებელმა ნოდარ ბერიძემ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნით, 14 მაისს საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ახალციხეში არსებულმა ავტოსატრანსპორტო კომპანიების მფლობელებმა ჯერ არ იციან შეუერთდებიან თუ არა პეტიციას.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

28.05.2020 მერის წარმომადგენლები მიწის წარმომავლობასთან დაკავშირებულ ცნობებს აღარ გასცემენ

28.05.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს

27.05.2020 საპატრიარქო ბორჯომში 3 ჰექტრამდე ტყის დაკანონებას ითხოვს

27.05.2020 ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისთვის დონორი ჯერ ვერ მოიძებნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებულია პირბადის გამოყენება – ხათუნა ზახაშვილი
24 მარტიდან საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
‘ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას’ - ასოციაციის პეტიცია
ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია